Tuesday, May 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

6 წელი სმიტების ოჯახის ტრაგედიიდან – რა ვიცით ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ დანაშაულზე

June 29, 2023
6 წელი სმიტების ოჯახის ტრაგედიიდან – რა ვიცით ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ დანაშაულზე

ცოტა რამ სმიტების ოჯახის შესახებ…

6 წელი სმიტების ოჯახის ტრაგედიიდან - რა ვიცით ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ დანაშაულზე

რაიან და ლორა სმიტი მარნეულში საცხოვრებლად შვიდი წლის ამერიკიდან ჩამოვიდნენ. რაინ სმიტის შესახებ ცნობები თავისივე ბიზნესის ვებ-გვერდზე ინახება. “reWoven” რაიან სმიტმა კომერცული მიზნებისთვის შექმნა, თუმცა ვიზიტორებს მის შესახებ ბიოგრაფიული დეტალების გაგებაც შეუძლიათ. როგორც ირკევვა, ხალიჩების ბიზნესით მისი გატაცება აზერბაიჯანში დაიწყო. ამ დროს აზერბაიჯანული ენაც შეისწავლა, მაგრამ ვერ შეძლო ბიზნესის აწყობა და 2005 წელს იძულებული გახდა ამერიკაში დაბრუნებულიყო. აქ შეხვდა ლორა სმიტს, იმუშავა და დაასრულა საგანმანათლებლო საფეხური.

2010 წელს რაიან და ლორა სმიტები საქართველოში ჩამოვიდნენ და მარნეულში დასახლდნენ. როგორც რაიან სმიტი ვებ-გვერდზე წერს, მან საქართელოში იპოვა რეგიონი, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ. რაიანმა მოიარა სოფლები, ოპოვა რამდენიმე ადგილობრივი ქალი, ვინც ხალიჩის ქსოვა იცოდა და ბიზნესი დაიწყო. ლორა სმიტმა კი პედაგოგიური საქმიანობა დაიწყო და რამდენიმე წელი მარნეულის მესამე საჯაროში სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად იმუშავა.

როგორც ოჯახის მეგობრები ყვებიან, ისინი ექვსი წლის განმავლობაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. ყოველთვის უნდოდათ შვილი, პირველი გარდაეცვალათ და მეორე, ქაილები 2014 წელს გაუჩნდათ. 2016 წელს მარნეულის ცენტრში ოჯახმა სახლი აიშენა და საცხოვრებლად იქ გადავიდა.

ლორა არაჩვეულებირივი დედა იყო, შვილს ხმამაღალი ტონით შენიშვნას არასდროს მისცემდა ,პირიქით, მშვიდად უხსნიდა თუ რაში იყო პრობლემა. ძალიან კარგად იცოდნენ აზერბაიჯანული ენა და მათთან კომუნიკაცია არასდროს გაგვჭირვებია. სოფელ ქოსალარშიც და მარნეულშიც სმიტებმა შვიდწლიანი ცხოვრების შემდეგ ბევრი მეგობარი შეიძინეს. საბინა თალიბოვა ლორას ახლო მეგობარი იყო და იხსნებს, რომ სმიტები მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით და კომუნიკაციის კარგი უნარებით გამოირჩეოდნენ. მეგობრები იმასაც ამბობენ, რომ რაიან სმიტს ყოველთვის სურდა მარნეულს დახმარებოდა. მის გეგმებში ცენტრალურ ქუჩაზე საბავშვო მოედნის საკუთარი თანხებით მოწყობა შედიოდა.

მნიშვნელოვანი დეტალები სმიტების ოჯახის ტრაგედიის შესახებ…

სმიტები, 43 წლის რაიან და 42 წლის ლორა და მათი 4 წლის ბიჭი მთიულეთის არაგვის მარცხენა შენაკადის – ხადისწყლის ხეობაში ჩანჩქერის სანახავად წასულან, რომელსაც მთიულები „წკერეს ჩანჩქერს“ ეძახიან. მათი მეგზურობა 19 წლის მწყემს მალხაზ კობაურს უთავია.

სმიტების ოჯახის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მედიაში ინფორმაცია 2018 წლის 7 ივლისს, საღამოს საათებში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში დაკარგულების სამძებრო სამუშაოები “112”-ში შესული ზარის საფუძველზე დაიწყო. შეტყობინების ავტორი სმიტებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. 6 ივლისს, ოჯახის ავტომანქანა და პირადი ნივთები შინაგან საქმეთ სამინისტროს, მცხეთა-თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივი სამძებრო სამუშაოების შედეგად აღმოაჩინეს. ავტომანქანიდან 3 კილომეტრის დაშორებით, ჩანჩქერის ძირში ლორა სმიტის ცხედარი იპოვეს. მეორე დღეს, 7 ივლისს კი რაიან სმიტიც ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. 9 ივლისს, 4 წლის ქაილებ სმიტის ცხედარს ნაზვავებში მიაგნეს.

8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილებს პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

ამავე დღეს, ადგილობრივი მოსახელობის მონათხრზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სმიტები შესაძლოა ვინმეს მოეკლა. 9 ივლისს, კვალის დაფარვის მიზნით ნაზვავებში დამარხული ბავშვის ცხედარიც იპოვეს. ადგილობრივები აცხადებდნენ , რომ ცხედრის ადგილსამყოფელი პოლიციას მკლელობაში ბრალდებულმა მწყემსმა მიუთითა. 20 წლის მალხაზ კობაური დააკავეს, მან დანაშაული აღიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება 9 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის 4 წლის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. პოლიციელებს მალხაზ კობაურმა თავად აჩვენა ის ადგილი, სადაც 2014 წელს დაბადებული ქაილებ სმიტი დამარხა. ექსპერტიზის პირველადი მონაცემებით საქმე განზრაზ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

“გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“- წერია გაცხადებდაში.

“რეალურად, 6 რიცხვში ნანახი იქნა ქალბატონის გვამი, რომელსაც არ აღენიშნებოდა არანაირი ცეცხლსასროლი ჭრილობა, შვიდ რიცხვში, მეორე დღეს აღმოჩენილ იქნა უკვე მამაკაცის გვამი, შედარებით დაშორებით, ცხედარი საკმაოდ დასვრილ მდგომარეობაში იყო, ის იყო მდინარეში, ეს იყო რამოდენიმე დღით ადრე ჩადენილი მკვლელობა. ვიზუალურად იყო საკმაოდ მძიმე სურათი ადგილზე, რაც არ იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, ვიზუალური დათვალიერებით, რომ აქ გვქონდა საქმე ცეცხლსასროლ ჭრილობებთან, სანამ არ მოხდა მისი დეტალური შესწავლა, ერთგვარი საექსპერტო შესაბამისი კვლევებით. ზედაპირული დათვალიერებით, რა თქმა უნდა, ამის თქმა ადგილზე შეუძლებელი იყო. სანამ არ მოხდა დეტალური დათვალიერება ვიზუალურად ჩანდა , რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, როგორც ქალბატონის შემთხვევაში, როგორც მოგახსენთ რთული რელიეფიდან გამომდინარე ეს ვერსია არსებობდა.” – განაცხადა მამუკა ჭელიძემ

პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც მალხაზ კობაურის ჩვენებას ეყრდნობოდა, დადგინდა, რომ 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მალხაზ კობაური შეხვდა ტურისტებს: რაიან სმიტს, მის მეუღლესა და 4 წლის შვილს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მალხაზ კობაური დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით რაიან სმიტი ორჯერ გასროლით მოკლა.

ამის შემდეგ, ბრალდების მხარის განცხადებით, ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მან ლორა სმიტის და მისი შვილის მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ქალი ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მალხაზ კობაურმა 4 წლის ბავშვი ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ბავშვის ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

11 ივლისს, მცხეთის სასამართლომ მალხაზ კობაურის აღკვეთი ღონისძიების შეფართებაზე იმსჯელა. პროცესზე ბრალდებულმა შსს მიერ გავრცელებული ვერსია უარყო და განაცხადა, რომ მას რაიან და ქაილებ სმიტები არ დაუხოცავს.

„ისინი მე არ დამიხოცავს, ორი უცხოელი მამაკაცი იყო, მათ დახოცეს და დამემუქრნენ, დედმამიშვილებს დაგიხოცავთო“, – აცხადებდა ბრალდებული.

მალხაზ კობაურს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომდე მალხაზ კობაურის ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებდა დანაშაულს.

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, რომ საქმეში დღეს არსებული მასალებით, ხადას ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში, მწყემსის, მალხაზ კობაურის გარდა, სხვა არავინ იკვეთებოდა. პროკურორის თქმით, მალხაზ კობაურის საუბარი, სადაც ის დანაშაულს აღიარებს, სამართალდამცავებს ჩაწერილი აქვთ.

13 ივლისს მალხაზ კობაურის ადვოკატმა, დავით გირგვლიანმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა დანაშაულის ჩამდენი, არამედ მოწმეა.

„კობაური ახსენებს ორ უცნობ ადამიანს, საქმეში ჩნდება შავი ფერის ავტომობილი, რომლითაც ორი უცნობი პიროვნება მივიდა ხადას ხეობაში, რომლებმაც მოკლეს სმიტების ოჯახი. კობაური იხსენებს, რომ შავი ავტომობილი სმიტების ავტომობილის გვერდით გაჩერდა და მათი დანახვის შემდეგ სმიტი აღელდა. კობაური აცხადებს, რომ შესაძლებელია, სმიტების ოჯახის წევრები ამ მამაკაცებს იცნობდნენ. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ მისი ჩვენება იყო თანმიმდევრული და ლოგიკური. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თოფი წაართვა, მეორე პიროვნებას კი პისტოლეტი ჰქონდა შავი ფერის და შავი ფერის ხელთათმანი ეკეთა ხელზე. ვისი იარაღიდან მოხდა გასროლა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ,” – აცხადებდა დავით გვირგვლიანი. მისივე თქმით, როდესაც კობაურმა ეს ყველაფერი გამომძიებლებს მოუყვა, არავინ დაუჯერა და მოსთხოვეს, დანაშული ეღიარებინა.

21 ივლისს, მედიაში გავრცელდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც მალხაზ კობაურს დაღუპულ ლორა სმიტთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა.

ექსპერტიზის დასკვნაში ვკითხულობთ : “ლორა ჯოი სმიტის გვამიდან აღებული … ნაცხები პირის ღრუდან, უკანა ტანიდან, საშოდან.. ობ. N9-ის (კონტეინერი, წარწერით “ლორა ჯოი სმიტი უაკანა ტანიდან…”) გენეტიკური პროფილი შერეულია, სადაც ერთი წილი ეკუთვნის მალხაზი კობაურს(ობ. N14), მეორე წილი ეკუთვნის ლორა ჯოის სმიტს (ობ. N13)”.

ამავე დღეს, ადვოკატმა დავით გირგვლიანმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი თქვა.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის სამართლებრივი დაცვა გირგვლიოანის შემდეგ ადვოკატმა ალუდა ბუჩუკურმა გადაწყვიტა. მან 24 ივლისს კობაური გლდანის მერვე დაწესებულებაში მოინახულა და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმის არც ერთ ნაწილში დანაშაულს არ აღიარებდა.

უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი მწყემ­სი ცი­ხე­ში ყოფ­ნი­დან 3 წლის შემ­დე­გაც აცხა­დებდა, რომ მკვლე­ლო­ბა მას არ ჩა­უ­დე­ნია:

“3 წე­ლია უკვე აქ ვზი­ვარ და ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მქონ­და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ფიქ­რა, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო, მაგ­რამ მხო­ლოდ ის მაძ­ლი­ე­რებს, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი დღემ­დე ჩემ გვერ­დით არი­ან და ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში ერთი წუ­თი­თაც არ შე­უ­ტა­ნი­ათ ეჭვი. მამა ჩემ­თან პა­ემ­ნებ­ზე არ მო­დის, არ ვიცი რა­ტომ, ალ­ბათ, მის­თვის კი­დევ უფრო რთუ­ლია მისი შვი­ლის ასეთ დღე­ში ხილ­ვა, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით მუდ­მი­ვად გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. დედა და ჩემი ძმა კი გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ან ჩემ­თან და მათი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს. მე არ ვარ დამ­ნა­შა­ვე და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ პო­ზი­ცი­ას. ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვი­დან­ვე არ ვაც­ნო­ბე იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემ­თვის რა­ი­ან სმი­ტის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო. მე უბ­რა­ლოდ შე­მე­შინ­და, რომ ყვე­ლა­ფერს მე და­მაბ­რა­ლებ­დნენ და მთე­ლი სის­ტე­მა ჩემ­ზე შე­იწ­მენ­დდა ხე­ლებს. სა­ბო­ლო­ოდ კი ასეც მოხ­და“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ურ­მა. ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მისი მხრი­დან წე­რი­ლის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი და მო­საზ­რე­ბა მქონ­და, თუ რა­ტომ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი რთუ­ლი იყო ეს მის­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა შე­მიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით ვთქვა, რომ მას­თან შეხ­ვედ­რას ვერ გავ­ბე­დავ­დი და ახ­ლაც ვერ შევ­ძლებ, თუმ­ცა შე­მიძ­ლია მის (რა­ი­ან სმი­ტის) ძმას შევ­ხვდე. მგო­ნია, რომ ის, რო­გორც მა­მა­კა­ცი, უფრო გა­მი­გებს და ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რას გრძნო­ბენ ისი­ნი მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ. ამ ოჯა­ხის მი­მართ მად­ლო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის მეტი რა დამ­რჩე­ნია. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კარ­გეს, ჩემ­ზე არას­წო­რი და ამაზ­რზე­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი არ გა­ბო­როტ­დნენ და სა­კუ­თარ თავ­ში იმის ძალა იპო­ვეს, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ეპა­ტი­ე­ბი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ, მეს­მის ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ამის დამ­ტკი­ცე­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია. სი­ტყვე­ბით ვერ აღ­გი­წერთ, თუ რას ნიშ­ნავს ეს ჩემ­თვის“, – აცხა­დებს კო­ბა­უ­რი.

მას გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. კო­ბა­უ­რი ბრალს არ აღი­ა­რებს.

მალხაზ კობაური
6 წელი სმიტების ოჯახის ტრაგედიიდან - რა ვიცით ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ დანაშაულზე

6 წელი სმიტების ოჯახის ტრაგედიიდან - რა ვიცით ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ დანაშაულზე

6 წელი სმიტების ოჯახის ტრაგედიიდან - რა ვიცით ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ დანაშაულზე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მძიმე დღეები რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, ქუჩაში რომ გამოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ” – ნიკოლოზ წულუკიძის გულახდილი პასუხები
  • L’Impératrice – პარიზული რეტრო-ფუტურიზმი თბილისში
  • ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge