ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
“პირველების” ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანია დაკავებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველებს გვეუბნება, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
