“გირჩის” წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის უფლების არქონის გამო პატრულმა დააჯარიმა. აღნიშნულთან დაკავშირებით მეგრელიშვილი “ფეისბუქ-ლაივში” ჰყვება, რომელიც დაჯარიმების მომენტში ჩართო.
მისი ინფორმაციით, პოლიციამ 2000 ლარიანი, ასევე 500 ლარიანი ჯარიმები იმ დროს გამოუწერა, როდესაც ერთ-ერთი ტელევიზიიდან ბრუნდებოდა. როგორც ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილდებოდა, საშვი არ აუღია.
მეგრელიშვილი ვიდეოში აღნიშნავს ასევე, რომ რომ სამი წელია, არ აქვს მართვის უფლება და აღნიშნავს, რომ ამას “არ აქვს მნიშვნელობა”.
“პოლიციამ ახლა აღმოაჩინა ბანდიტი, რომელიც დააჯარიმა 2 500 ლარით. 300 ლარს აძევენ დახმარებას. მეუბნებიან, რომ ვინმე მოვიდეს წაგიყვანოს, თორე გადაგსვამთო” – ამბობს ვიდეოში მეგრელიშვილი.