Sunday, December 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ივნისის მესამე დეკადა საკმაოდ საინტერესო პერიოდია, ჩნდება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები” – რამაზ გიგაური უახლოესი დღეების ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს

June 22, 2023
“ივნისის მესამე დეკადა საკმაოდ საინტერესო პერიოდია, ჩნდება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები” – რამაზ გიგაური უახლოესი დღეების ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს

ასტროლოგი რამაზ გიგაური ივნისის მესამე დეკადის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

„ივნისის მესამე დეკადა საკმაოდ საინტერესო პერიოდია. ამ პერიოდში შეიქმნება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. გაჩნდება წარმატების მიღწევის კარგი შესაძლებლობა. ეს ეხება არა მხოლოდ ადრე დაწყებულ პროექტებს, არამედ ახალ პროექტებსაც.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო მდგომარეობა უფრო ემოციური გახდება (ამას გააძლიერებს 21 ივნისიდან კირჩხიბის ზოდიაქოში გადასული მზე), ეს ნეგატიურად არ იმოქმედებს საქმიან თუ სასიყვარულო სფეროში განვითარებულ ცვლილებებზე. უფრო მეტიც, მოსალოდნელია ბევრი მიმართულებით გაჩნდეს სასიკეთო შესაძლებლობები (იუპიტერი-სატურნის სექსტილი). მიუხედავად ზემოთ თქმულისა, სასურველია, რომ ამ პერიოდში ადამიანებმა იქონიონ გეგმა B, რომელიც იქნება სათადარიგო მოქმედებების გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ძირითადმა არ „იმუშავა“.

20-24 ივნისის შუალედში მერკურის სექსტილი მარსთან გააძლიერებს მენტალურ ენერგიას, რაც სასიკეთოდ აისახება ურთიერთობებზე, ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე და შემოქმედებით პროექტებზე. ეს დღეები ახალი კონტაქტების დამყარებისთვის, სწავლის დაწყებისთვის, გამოცდების ჩაბარებისთვის დადებითი იქნება. ეს დღეები ასევე სასიკეთოა საკუთარი იდეების „გახმაურებისთვის“, მოკავშირეების მოძიებისთვის და სხვების დარწმუნებისთვის. ასევე სასიკეთო იქნება მოგზაურობისთვის და უცხოელებთან ურთიერთობებისთვის მოგვარებისთვის.

24-27 ივნისის შუალედში მერკური კვადრატულ ასპექტს შექმნის ნეპტუნთან. ეს მიანიშნებს აზროვნების პროცესის დამუხრუჭებაზე, ბუნდოვანებაზე, ილუზიებზე, ჭორებზე, ინტრიგებზე და ტყუილზე. ამიტომ ამ დღეებში ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. ყურადღებას ითხოვს საბუთებთან დაკავშირებული საკითხები (იგივე საბუთებზე ხელმოწერისას). შეცდომების თავიდან არიდება პრაქტიკული და პრაგმატული ხედვით იქნება შესაძლებელი.

მიუხედავად, პერსპექტივების საინტერესოდ განვითარების და წარმატების მიღწევის მაღალი ალბათობისა, ივნისის მესამე დეკადის ძირითადი ასტროლოგიურ ფონს შექმნის მარსი-ურანის კვადრატი და ასევე ლილიტის შეერთება მარსთან და ვენერასთან. ეს მიანიშნებს დაძაბულ და კონფლიქტურ გარემოებებზე. მაღალი იქნება ტექნიკური ავარიების ალბათობა. მანქანის მართვისას სიჩქარის გადაჭარბება და საერთოდ, მოძრაობის წესების დარღვევამ მოსალოდნელია ფატალური შეცდომის დაშვებაც კი გამოიწვიოს. საჭირო იქნება ყურადღება გამოჩენა ცეცხლსასროლ იარაღთან და ნადირობასთან დაკავშირებით. ამ დროსაც მოსალოდნელია მოვლენების არასასურველი განვითარება. სიფრთხილე, წინდახედულობა, მოთმინება და სიმშვიდის შენარჩუნება ბევრ ადამიანს სიტუაციის გართულებისგან იხსნის.

ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში შესაძლებელი გახდება ბევრი არეული სიტუაციის და ურთიერთობის დარეგულირება და მართვა. ეს ასევე უკავშირდება ადმინისტრაციულ საკითხებს, სამსახურებრივ საქმეებსა და ბიზნესს. ამ დროს დისციპლინის და ორგანიზებულობის ხარჯზე ბევრი ადამიანი წარმატებით გადაჭრის მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებს. ამ დღეებში შესაძლებელი გახდება კარიერული სასიკეთო ცვლილება, დაწინაურება ან ახალი ფინანსური წყაროს მოძიება. ეს კარგი დრო იქნება ინტელექტუალური სამუშაოსთვის, კონტრაქტის გაფორმებისთვის, საბუთებზე ხელის მოწერისთვის, რაიმე შეჯამებისთვის და შეცდომების გამოსწორებისთვის“,- წერს რამაზ გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “შეძელი მთელი საქართველოსათვის შეგეყვარებინა თავი”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge