Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მოზარდი გოგო და ბიჭი ჯავახიშვილის ქუჩაზე სეირნობდნენ, მათ 40 წლის მამაკაცი გამოელაპარაკა და ბინაში მიიტყუა” – ბათუმიდან უმძიმესი ამბავი ვრცელდება

June 22, 2023
რატომ გაიმეტა მამამთილმა რძალი სასიკვდილოდ – საზარელი დანაშაულის დეტალები

შემზარავი დანაშაული ბათუმში – 40 წლისა კაცს პოლიცია ერთი არასრულწოვანი ბიჭის გაუპატურებას, ხოლო მეორე არასრუწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. იგი დაკავებულია და ბათუმის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა დახაურული იყო, რადგან საქმე არასრუწლოვნებს ეხება. ბრალდებული დუმილის უფოლებას იყენებს. მისი ადვოკატი მედიასთან არ კონტაქტობს. ჟურნალისტებთან კონტაქტი არ სურთ დაზარალებული ბავშვების ოჯახის წევრებსაც. არასრუწლოვნებთან კი სოციალური სამსახურის მუშაკები და ფსიქოლოგები მუშაობენ.

ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ ბათუმში მოხდა. 16 წლის გოგონა და 15 წლის ბიჭი ჯავახიშვილის ქუჩაზე სეირნობდნენ, როდესაც მათ 40 წლის მამაკაცი გამოელაპარაკა და ბავშვები დაარწმუნა, რომ მასთან ერთად წასულიყვნენ. მან არასრუწლოვნები ერთ-ერთ ბინაში მიიყვანა, სადაც ბიჭის გაუპატიურების შემდეგ, გოგონაზე გარყვნილი ქმედება განახორციელა.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„რაც გავიგეთ ის არის, რომ ბავშვები ქუჩაში სასეირნოდ გამოსულან. პარკში ისხდნენ, როცა მათთან მამაკაცი მივიდა და გამოელაპარაკ. ბავშვებს დაუმეგობრდა, ნდობაში შევიდა და სახლში წაიყვანა. სავარაუდოდ, კონსპირაციული ბინა, სადაც არაა გამორიცხული სხვა ბავშვებიც მიჰყავდა. შესაძლოა მსგავსი დანაშაული კიდევ აქვს ჩადენილი, რომელსაც ბავშვები არ ამხელენ.

„ბავშვებზე იძალადა, ბიჭი გააუპატიურა და გოგონაზე გარყვნილი ქმედება განახორციელაო. ბავშვებმა ამოიცნეს და პოლიციამ სახლშივე დააკავა. უმძიმეს მდგომარეობაში არიან და მათთან ფსიქოლოგები მუშაობენ“, – ამბობს „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

რაც შეეხება ბოლო დროს არასრუწლოვნებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას და პედოფილიის გახშირებულ ფაქტებს, ფსიქოლოგი ნანა ჯავახიშვილი „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ სასწრაფოდ განათლების სისტემაში რაღაცა გამოსავალია საპოვნი, რათა ადრეული ასაკიდან ბავშვთა სექსუალური განათლება დავიწყოთ. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რა სახის საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ასეთი საეჭვო ურთიერთობა და ნდობაში ადვილად არავისთან არ უნდა შევიდნენ.

„ბოლო დროს სიტუაცია ძალაინ სავალალოა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ნდობა არავის მიმართ არ აქვთ, ხშირ შემთხვევაში, ასეთ ფაქტებს მალავენ. მხოლოდ ის ვიცით, რა ფაქტებიც ხმაურდება, თუმცა სიტუაცია იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს ჩანს.

„პედოფილები და სექსუალური მოძალადეები ძალიან კარგი მანიპულატორები არიან, რომლებმაც კარგად იციან როგორ შევიდნენ მარტივად ბავშვთან კომუნიკაციაში და მიაღწიონ სასურველ შედეგს. ამიტომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ასეთი არასასიამოვნო და სახიფათო სიტუაციისგან თავი როგორ დაიცვან, როგორ ამოიცნონ მოძალადე, რომელიც მათთან კომუნიკაციას ცდილობს. ბავშვებმა ეს არ იციან.

„ეს ჩაკეტილობა მშობლებთან და მასწავლებლებთან, ტაბუდადებული თემები ბავშვებს კიდევ უფრო მოწყვლადებს ხდის. ერთ-ერთ გამოსავლად ამ სიტუაციიდან ბავშვების სექსუალურ განათლებას მივიჩნევ, სადაც უნდა ვასწავლოთ, რომ მათი სხეული მათი საკუთრებაა და არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს – არასასურველი შეხების დროს უკვე განგაში უნდა ატეხონ. ასეთ პირებს მოერიდონ, ან ოჯახის წევრებს უთხრან ამის შესახებ.

„როგორი შემზარავი ამბავი მოხდა, როცა რამდენიმე დღის წინ, ასევე ბათუმში, 15 წლის გოგონამ თავი მოიკლა. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემა ჰქონდა ყველასთან, რამხელა უნდობლობა არსებობდა დედასთან და ოჯახთან, სკოლასთან, რომ მან ამ საშინელი ძალადობის შესახებ არავის მოუყვა. როგორ არავის ენდობოდა, რომ გამოსავალი მხოლოდ თვითმკვლელობაში იპოვა. დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს და მათში პატარა ცვლილების დროსაც კი უკვე ჩავერთოთ და ვეცადოთ გავარკვიოთ არ ხდება მათ თავს“, – ამბობს ფსიქოლოგი „რეზონანსთან“.

წყარო: რეზონანსი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს თბილისის საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 10 პირი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული 29 წლის ქალის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge