Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის და რამდენი ხნით გამოიდარებს საქართველოში – სინოპტიკოსის პროგნოზი

June 22, 2023
ტემპერატურა 27 გრადუსამდე მოიმატებს – ამინდი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის თამარ პაპაშვილის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში 25-26 ივნისიდან გამოიდარებს. 24 ივნისიდან ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. სინოპტიკოსის პროგნოზით, ქვეყანაში მზიანი ამინდები 2-3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

„ტემპერატურა მოიმატებს, მზეც გამოვა და გაიფანტება ღრუბლები. 24, 25, 26-ში გამოიდარებს, 27-ში, დღის მეორე ნახევრიდან გაფუჭდება ამინდი დასავლეთ საქართველოში. აქ [თბილისში] ცოტა მოგვიანებით. რაც შეეხება ივლისს, ისევე, როგორც მაისსა და ივნისში დაფიქსირდა ნორმაზე მეტი ნალექი, ისევ მეტ ნალექს ველოდებით, მაგრამ ამასთანავე, ველოდებით ტემპერატურის მატებასაც“, – ამბობს თამარ პაპაშვილი.

როგორც მან „იმედის დილის“ ეთერში აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, წვიმიანი დღეების მაქსიმალური რაოდენობა ივნისის თვეში ჯამში 13 დღეს მოიცავს, მიმდინარე თვეში წვიმიანი დღეების რაოდენობამ ამ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და ივნისის 20 დღის განმავლობაში, დაახლოებით 17 დღე იწვიმა. სინოპტიკოსი აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივზე მეტი ნალექია არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.

„მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთი, ბალკანეთის ქვეყნები, მთელი კავკასია, თურქეთის ნაწილი, უკრაინის და რუსეთის ტერიტორია – ვერ ვიტყოდი რომ უჩვეულო, მაგრამ ძალიან ხშირი და მომატებული წვიმებია. თუმცა, ყოფილა ასეთი წლები, როდესაც გვქონდა ამაზე მეტი ნალექიც“, – აღნიშნავს თამარ პაპაშვილი.

სინოპტიკოსის თქმით, ნალექის მატება საქართველოსა და რეგიონში კლიმატის ცვლილებებით არის გამოწვეული.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკვე ვცხოვრობთ ამ კლიმატის ცვლილების ფაზაში. ზუსტად ეს ტემპერატურული ცვლილება, არის პირველი, რაც ხდება წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე. ელ-ნინიო [თბილი სეზონური ზედაპირული დინება წყნარი აღმოსავლეთ ნაწილში], ლანინია [წყნარი ოკეანის ტროპიკული ნაწილის უჩვეულოდ ცივი ტემპერატურები] ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მთელი დედამიწის კლიმატს“, – ამბობს სინოპტიკოსი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს თბილისის საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 10 პირი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული 29 წლის ქალის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge