ცნობილი ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც მოსახლეობას რჩევებს აძლევს:
“უდიდესი აღმოჩენა დერმატოლოგიაში
სულ რაღაც რამოდენიმე წუთია დამტკიცდა რომ როზაცეას გამომწვევი მიზეზი დემოდექსი ყოფილა
ხოდა როზაცეას დროს ნაცხის აღება არ დაზოგოთ სახის კანიდან.”
🤦 ამას malpractice აღარ ჰქვია
ამას უცოდინრობა ჰქვია, განათლების დეფიციტი ჰქვია, შარლატანიზმი ჰქვია.
და სწორად დასმულ დიაგნოზში შემდეგ ეჭვი შეაქვს პაციენტს.
“როგორ კაცო, ნაცხი ავიღე სახის კანიდან და დადასტურდა დემოდექსი”
🤷♂️ რავიცი დედამიწელებს ყველას გვყავს დემოდექსი, ჩვენი კანის ნორმალური ფლორაა და უცხო პლანეტელების სახის კანზე რა ხდება სამწუხაროდ ამის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს
ჯანმრთელობას გისურვებთ”
