Monday, July 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ… პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს” – ლაშა უჩავა განმარტავს, დასაშვებია, თუ არა ღამის საათებში პურის მიღება

June 21, 2023
“პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ…  პურის ამოღება რაციონიდან აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს” – ლაშა უჩავა განმარტავს, დასაშვებია, თუ არა ღამის საათებში პურის მიღება

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა “შუა დღის” ეთერში საუბრობს, უნდა მივირთვათ, თუ არა პური ღამის საათებში და რომელს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა:

– გააჩნია, პური რა სახეობისაა. თუ ის მსხვილი მარცვლისგანაა დამზადებული და არ არის ე.წ. პირველი ხარისხის ფქვილისაგან მომზადებული, რომელიც უამრავ გადამუშავებას გადის, შეგვიძლია. ნებისმიერი მსხვილმარცვლოვანი წარმოების პური შეგვიძლია, ღამეც მივირთვათ. სწორი კვება აკრძალვას არასდროს მოიცავს და ზომიერებას ითვალისწინებს. თუ პურს ზომიერების ფარგლებში გამოვიყენებთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ის დასაშვებია. ხშირად მსმენია პაციენტებისაგან: “პური საერთოდ უნდა ამოვიღო რაციონიდანო”. ასე არ არის – პურის საკვები რაციონიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად დაბალკალორიულ კვებას ვიღებთ. შესაძლოა, დღის განმავლობაში, პურის ნაცვლად, ისეთი პროდუქტი მივირთვათ, რომელიც საერთოდ არ ითვლიდეს კალორიას. ამიტომაც, თუ ყველა პროდუქტს ზომიერად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, თითოეული მათგანისაგან ბედნიერება მივიღოთ. თუ, დაახლოებით, 12 საათზე ვიძინებთ, მაქსიმუმ, ბოლო კვება 9 საათზე უნდა გვქონდეს. 9 საათზეც კვება ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. უნდა მივირთვათ ან რძის პროდუქტები, ან ბოსტნეული. რძის პროდუქტებში B ჯგუფის ვიტამინები და თუთია შედის, რომლებიც ჩვენს ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს, გარკვეულწილად, სარელაქსაციო ეფექტი აქვს, რომელიც მშვიდ ძილს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, არსებობს ძილის ჰორმონი, მელატონინი, რომელიც ყველა ადამიანის ორგანიზმში გამომუშავდება. ბოსტნეული მელატონინის გამომუშავებასა და ორგანიზმში მინერალების შევსებას ხელს უწყობს, რძის პროდუქტები თავადვე ბუნებრივ მელატონინს შეიცავს და შესაბამისად, სისხლში მის დონეს ვამაღლებთ.

წყარო: მშობლები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შსს თბილისის საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 10 პირი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია კახეთში ავარიის შედეგად დაღუპული 29 წლის ქალის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge