“მთავარი არხი” დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, კერძოდ:
ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო “ოცნების” ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი.
რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, “ოცნებასთან” მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, “ქართული ოცნება” არის ტერორისტი და ტყვეებით მოვაჭრე, და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება.
ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწიოეობას, რატომ არიან ჩართული პროცესში, სადაც “ქართული ოცნება” შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებულ ან დასაკავებელ ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? ესე არაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები და დასაჭერად გამზადებულუები? თუ აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა?
უხერხული აღარ, უკვე სირცხვილია” – წერს გვარამია.