“ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს და “სტადიო მარადონაზე“ გამართულ დიდ ზეიმს ეხმაურება.
შენგელიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ნეაპოლის დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლის” გაჩემპიონების ცერემონიალზე, რამხელა ოვაციებით შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა ზურგზე მოსხმული.
იტალიის გარდა ტელესიგნალი მთელს მსოფლიოში გადაიცემოდა. რამხელა სიამაყეა მთელი საქართველოსათვის!
როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? ვერასოდეს და ვერაფრით ვერ გავუგებ მათ“, – წერს ზაზა შენგელია.
