მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშის, არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების ბოლო წუთებზე ინფორმაცია სატელევიზიო არხმა Todo noticias-მა გაავრცელა.
გარდაცვალების დროს მარადონა სახლში თავის ძმისშვილ ჯონი ესპოზიტოსთან და რამდენიმე ექიმთან ერთად იმყოფებოდა. მათ შენიშნეს, რომ ყოფილი ფეხბურთელი ფერმკრთალი იყო და ექიმმა შეამოწმა. საუზმის შემდეგ მარადონამ თქვა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა.
სახლში მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერაფერი მოახერხეს – მარადონას გული უკვე გაუჩერდა. გაკვეთის შედეგები უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.
ნოემბერში არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი თავის ტვინში სისხლჩაქცევით საავადმყოფოში მოათავსეს, მაგრამ მოგვიანებით გაწერეს. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავის გარდაცვალება გულის შეტევას უკავშირდება.