Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სხვადასხვა

ანსამბლი „ქსოვრელები” ეკა მიშველაძის გადაცემაში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

November 24, 2020
ანსამბლი „ქსოვრელები” ეკა მიშველაძის გადაცემაში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

“ხაზგასმით აღვნიშნავთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ანსამბლი „ქსოვრელები” სრულად ემიჯნება პოლიტიკას და არავითარი ინტერესი განვითარებულ პროცესებში არ გააჩნია” – ამის თაობაზე ანსამბლი „ქსოვრელები” წერს და TV პირველში, ეკა მიშველაძის გადაცემაში მონაწილეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„23 ნოემბერს ანსამბლი „ქსოვრელები” მიწვეული იყო TV პირველ-ში მუსიკალური ნომრების შესასრულებლად. აღმოჩნდა, რომ ანსამბლი მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ თოქშოუში, რომელიც გავიდა პირდაპირ ეთერში. ხაზგასმით აღვნიშნავთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ანსამბლი „ქსოვრელები” სრულად ემიჯნება პოლიტიკას და არავითარი ინტერესი განვითარებულ პროცესებში არ გააჩნია. ანსაბლის არცერთი წევრი, როგორც უფროსი, ასევე უმცროსი თაობიდან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან.

23 ნოემბრის გადაცემაში მონაწილეობის საკითხი არ იყო შეთანხმებული არც ანსამბლის “პროდიუსინგთან” და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. ტელევიზიიდან კონტაქტი განხორციელდა მუსიკალურ ხელმძღვანელთან, რომელმაც ჩათვალა, რომ მიწვეული იყო მუსიკალურ გადაცემაში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გადაცემის შინაარსი ანსამბლის წევრებისთვის ცნობილი გახდა პირდაპირ ეთერში.

იმისათვის რომ არ მოხდეს რაიმე სახით დაკავშირება პოლიტიკურ პროცესებთან და ამან არ გამოიწვიოს ქსოვრელების გულშემატკივრების და მსმენელების გულისტკივილი, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვემიჯნებით პოლიტიკას და გადაცემის შინაარსს.

შეგახსენებთ, რომ ანსამბლი „ქსოვრელები” არის მედუდუკეთა გუნდი, რომელიც 60 წელზე მეტია ემსახურება ქართულ საქმეს, იცავს ერის საგანძურს და ავრცელებს დუდუკის ჰანგებს, ხელს უწყობს სიძველის შენარჩუნებას და ამავდოულად ქართული მუსიკის განვითარებას. თითოეულ მოქალაქეს ვაფასებთ მათი ჰუმანურობით, ჩვენი შექმნილი მუსიკის სიყვარულით და არა პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებით ანდა სოციალური კუთვნილებით.

ანსამბლი „ქსოვრელები” რჩება ხელოვნების განუხრელ მსახურად და მზად არის მომავალშიც ითანამშრომლოს ყველა ტელევიზიასთან, რადიოსთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მხოლოდ მუსიკალური და გასართობი გადაცემების ფორმატში” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “მედია ცენტრი მთავარი” ავრცელებს.

შეგახსენებთ, TV პირველის წამყვანმა, ეკა მიშველაძემ გადაცემა ზურნა-დუდუკის ფონზე დაიწყო და განაცხადა, რომ მთავრობას, რომელიც კრიზისებს ვერ მართავს საზეიმოდ აქვს საქმე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „თუ ამ სიმპტომებიდან 5 მაინც გაქვთ და ეს 2 კვირაზე მეტხანს გრძელდება…“ – ნახეთ, ექიმის გაფრთხილება
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • რატომ გამოცხადდა “ბათუმი მოლში“ ევაკუაცია?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge