Thursday, May 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია – კალაძის განმარტება

April 24, 2023
როდის დასრულდება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია – კალაძის განმარტება

თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას დეტალურად განუმართა თუ როდის დასრულდება მიმდინარე სამუშაოები.

მერმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.

„მინდა წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მიმდინარე სამუშაოების ფონზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. ვიცით, რომ ღამით ხმაურია, ზოგიერთ კომპანიას მუშაობა ღამით უწევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.

ნათქვამი გვაქვს, რომ იანვარში წერეთლის გამზირის სამუშაოები მთლიანად დასრულდება. როდესაც იანვარს ვამბობთ, აქ სამუშაოების სრულ დაბოლოებას ვგულისხმობთ როგორც გამწვანების, ისე გარე განათებების ჩათვლით. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პროცესი, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე დასრულდება.

ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამუშაოები ამ დროის ნაცვლად, ზაფხულში უნდა დაგვეწყო, რადგან ქალაქში ნაკლები ხალხი იქნებოდა. ვთქვათ, ასე რომ მოვქცეულიყავით, სამუშაოები თებერვალსა და მარტშიც გადაიწევდა. მაშინ რას ვეტყოდით მოსახლეობას?

ისე არიან დაბოღმილები, არ იციან რა თქვან, როდესაც ქალაქისთვის რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი კეთდება. როგორ არ უნდა გესიამოვნოს ადამიანს ის, რომ ქალაქში ამ მასშტაბის პროექტი მიმდინარეობს?

მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება, ქუჩის ახალი დიზაინი გვექნება, როგორც ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის შემთხვევაში. ჩვენს ქალაქს სიახლეები სჭირდება“ – განაცხადა კალაძემ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • 14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • დღეს თამარობაა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge