ჟურნალისტი, მიხო კოტეტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას ეხმაურება.
“თითოეული გულშემატკივრის, ალბათ ჩემიც, კომენტატორების და ყველა ზედმეტად მეხოტბის “დამსახურებაა” მისი ეს “წარმატებული” სერია!
ჰო და პატრიარქის დალოცვა იყო ჩვეულებრივი წყევლა! ახლა მაინც მიხვდით სატანაა ეგ კაცი!”, – წერს კოტეტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ “მილანმა” “ნაპოლი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა, რითაც “ნაპოლი” ლიგას გამოეთიშა. შეხვედრაზე კვარამ პენალტი ვერ გაიტანა.