ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა პაოლო სპეკიამ Radio Marte-ის ეთერში “ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 22 წლის გარემარბი “პარტენოპეის” ლიდერთა შორის არაა.
“ოსიმენის დაბრუნება “მილანთან” მატჩის წინ უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ნიგერიელი “ნაპოლისთვის” ყველაზე ფუნდამენტური მოთამაშეა, ხვიჩაზე მეტადაც კი. ჩემი აზრით, “პარტენოპეის” 3 ლიდერი ოსიმენი, ლობოტკა და კიმია, ალბათ დი ლორენცოც. “კვარა” ჯერ ჩემპიონი არ არის. შეიძლება ერთ დღეს გახდეს, თუმცა დღესდღეობით სტაბილური არაა” – განაცხადა “კარპისა” და “ბენევენტოს” ყოფილმა თავკაცმა.
შეგახსენებთ, “ნაპოლისა” და “მილანის” მატჩი დღეს, 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
წყარო: sportall.ge