ხმამაღლა ვაცხადებ, თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ ჩემივე ქვეყანაში – ამის შესახებ სოციალურ ქსელში თათია სამხარაძე წერს და ამბობს, რომ მას სახლთან სუს-ის ავტომობილი ჰყავს ჩასაფრებული.
“Fake Account-იდან ჩემს გუშინდელ ადგილსამყოფელზე მატყობინებენ. ასეთი უტიფრობა პირველად არ ხდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ჩემი მისამართით — 2016 წელს, ჩემ საკუთარ მობილურზე, ვიბერში მომივიდა ტექსტად შინაარსი იმ შეხვედრისა, რომლიდანაც გამოვედი. ტელეფონის ნომერი, სუს-ზე იყო გაფორმებული. (ამ ფოტოსაც დავურთავ არქივიდან)
გუშინ ღამით, არსებობს მოწმე, რომელმაც ჩემთან ერთად დაინახა როგორ მელოდა სავარაუდოდ სუსის მანქანა — თეთრი შკოდა შავი მინებით ჩემს საცხოვრებელ სახლთან.
ხმამაღლა ვაცხადებ, არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ ჩემივე ქვეყანაში. ვთხოვ, საერთაშორისო თანამეგობრობას დაინტერესდეს ჩემს მიმართ მიმდინარე თვალთვალითა და ტერორით და ნუ დამტოვებთ მარტოს სისტემის წინაშე”, – წერს სამხარაძე.



