Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” სარჩელში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის”- გიორგი სიორიძე

October 22, 2026
” სარჩელში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის”- გიორგი სიორიძე

პარტიების აკრძალვის სარჩელში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის – განცხადება ამის შესახებ საკონსტიტუციო სასმართლოში, პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვისას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” “სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა”.

მისივე თქმით, საქმე არ ეხება ერთ და ორ პოლიტიკურ პარტიას, საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკურ ვექტორს.

„ჩემმა კოლეგამ დააფიქსირა პოზიცია კონკრეტულად სარჩელის ბუნდოვანებასთან დაკავშირებით, რა შეიძლება ჩვენ მოგვემართებოდეს. ეს არჩილ გორდულაძემ დატოვა ისევ ღიად და თქვა, რომ შემდეგ ეტაპზე ავხსნით ვის რა მიემართებაო, დაახლოებით ასეთი ხაზი გაატარა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ სარჩელის მიზანი არის ოპოზიციის გაქრობა ამ ქვეყნიდან, პარტიების აკრძალვა, მაგრამ ამავდროულად, მასში ჩადებულია სერიოზული ნაღმები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, საგარეო კურსისათვის. ეს გულისხმობს მთელ იმ დრამატურგიას, რომელიც ამ ხელოვნურ სარჩელში არის ჩადებული დაწყებული 2008 წლის ომით და შემდეგ გაგრძელებული იმით, რომ თურმე პოლიტიკურმა პარტიებმა ახლა და მომავალში ვერ გაითვალისწინეს ის მწარე გამოცდილება, რაც იყო 2008 წელს და მაინც აგრძელებენ რაღაც საქმიანობასო. ეს მიემართება ყველა იმ პარტიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და მომავალში ვინც კი ოდესმე გაბედავს რამე ისეთი თქვას, რაც ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” საგარეო კურსს და ეს ჩაითვლება აგრესიის პროვოკაციად, ამ საკითხთან არის ძალიან დიდ შემხებლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი დასაბუთება კონკრეტულად ამ შუამდგომლობაზე სამართლებრივი თვალსაზრისით იყო დასაბუთებული და ლოგიკური. მაგრამ “ქართული ოცნების” დეპუტატების ასეთი მიდგომა, რომ ამას მერე გეტყვით, მთელ პროცესს ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს“,- განაცხადა სიორიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე “ქართული ოცნების” სარჩელის განხილვა დღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე განახლდა. სასამართლო კვლავ შუამდგომლობების ეტაპზე რჩება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღარიბაშვილის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ჩუბინიძის დაკავება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კავშირშია
  • ღარიბაშვილის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ჩუბინიძის დაკავება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კავშირშია
  • ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge