იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს – აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.
“სილვიო ბერლუსკონი დაავადებულია სისხლის სერიოზული დაავადებით: ლეიკემიით. ტკივილები, რომლებიც მას ტანჯავს და ბოლო დღეების პნევმონია, რეალურად არის გართულებები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ისედაც დასუსტებულ სხეულს“, – ნათქვამია განცხადებაში.
