ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ციხეში პირველი გაკვეთილის ჩასატარებლად რომ მივედი, ადმინისტრაციულ კორპუსში გადმოიყვანეს 15 პატიმარი. მე 22 წლის გახლდით, ესენი ჩემზე უფროსები – ზოგი ძალიანაც. სკოლაში მიჩვეული ვიყავი, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და დასხედით-მეთქი, ვუთხარი. შენ დაჯექიო, შენ – მითხრა ერთმა – თორემ ჩვენ უკვე რვა წელია ვზივართო“, – წერს გიორგი კეკელიძე.
