ადვოკატი ლედი ტუკვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,ქუთაისიდან თბილისისკენ ვმოძრაობ, უფრო სწორად, ხტუნვა-ხტუნვით ვმოძრაობ. თუ ვინმეს ცეცხლი არ გეკიდებათ, აქეთ არ გაბედოთ წამოსვლა. ტრაილერებისთვის გახსნეს მოძრაობა ადამიანებისთვის საფრთხის შემცველ გზაზე. როდესაც რთული კლიმატური პირობებია, პირველი, ვისი მოძრაობაც წყდება, ეს არის ტრაილერების. ტრაილერი ოდნავ შეცდომასაც არ პატიობს მძღოლს! და თუკი ეს გზა საფრთხის შემცველია, ტრაილერის მძღოლი ადამიანი არ არის? რა ვიცი… ეგებ თქვენ უკეთესად იცოდეთ? ამ გზაზე ერთი, რაც საინტერესო ვნახე და მეუხერხულა, როცა გამახსენდა ის კარგი პატრულ-ინპექტორი ბიჭები, რომლებიც ახლა ემიგრაციაში არიან. წავიდოდნენ, აბა, რას იზამდნენ… ვინ ნახე ასეთიო, მკითხავთ ალბათ. სირცხვილი!!!”
წყარო: სარკე
