Tuesday, July 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როდის იწყება ბიჭებში სქესობრივი მომწიფება და რა ასაკამდე აქვს კაცს შვილოსნობის ფუნქცია – ექიმი-რეპროდუქტოლოგი აქტუალურ თემაზე საუბრობს

April 4, 2023
როდის იწყება ბიჭებში სქესობრივი მომწიფება და რა ასაკამდე აქვს კაცს შვილოსნობის ფუნქცია – ექიმი-რეპროდუქტოლოგი აქტუალურ თემაზე საუბრობს

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე სხვადასხვა აქტუალურ თემაზე გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს და ადამიანებს მნიშვნელოვან რჩევებსა და ინფორმაციას უზიარებს. მამაკაცებსა და ბიჭების მშობლებს კი ეს შეკითხვები ხშირად აქვთ:

– რა ასაკიდან ხდება ბიჭებში სპერმის ჩადგომა?

– ბიჭებში სქესობრივი მომწიფება, დაახლოებით, 9-10 წლის ასაკიდან იწყება და 17 წლამდე გრძელდება. ამ პერიოდში დიდი რაოდენობით ტესტოსტერონი, კაცის ჰორმონი გამოიყოფა, რომელიც სიმაღლეში სწრაფ ზრდას, ასევე ხმის ტემბრის ცვლილებას, თმიანობას სახესა და სხვა ადგილებში იწვევს და ამას სათესლე ჯირკვლებში სპერმის წარმოქმნა ახლავს. დაახლოებით, 12-13 წლის ასაკისთვის ბიჭს უკვე სრულყოფილი სპერმატოგენეზი აქვს. ანუ, წარმოიქმნება სპერმა. ზოგჯერ მათ სპერმის უნებლიე დაღვრა აღენიშნებათ, განსაკუთრებით კი ძილის პერიოდში, რასაც პოლუცია ეწოდება. პოლუცია, ანუ სპერმის უნებლიე დაღვრა, შეიძლება, თვეში 6-7-ჯერ განმეორდეს.

– აქვს თუ არა 60-70 წლის ასაკის კაცს განაყოფიერების უნარი?

– ასაკის მატებასთან ერთად, შვილოსნობის უნარი ქვეითდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებში კვერცხუჯრედების მარაგი და ხარისხი უარესდება, ხოლო მამაკაცებში სპერმის ხარისხი. მაგრამ, განსხვავება ის არის, რომ ქალებში ეს გაცილებით უფრო სწრაფად ხდება. მაგალითად, 40 წლის ასაკში ქალს კვერცხუჯრედების მარაგი უკვე მინიმალურ ზღვარზე აქვს და ორსულობის შანსი ძალიან დაბალია. ხოლო, კაცებში სპერმის ხარისხის გაუარესება გაცილებით უფრო ნელა ხდება. 50-60 წლის ასაკშიც კი კაცს შეიძლება ჰქონდეს ისეთი სპერმა, რომლითაც შესაძლოა, განაყოფიერება მოხდეს. მეტიც, 70 წლის ასაკშიც კი შეიძლება კაცს განაყოფიერების უნარის მქონე სპერმა ჰქონდეს. ამიტომ, 60-70 წლის ასაკში მამაკაცმა კვერცხუჯრედი რომ გაანაყოფიეროს და ორსულობა დადგეს, რეალობაა და ასე არც თუ ისე იშვიათად ხდება. ხოლო ქალებში 60-70 წლის ასაკში ფიზიოლოგიური გზით, თავისი კვერცხუჯრედით ორსულობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
  • რა არის ელ-ნინიო — რას უნდა ველოდეთ უახლოეს მომავალში?
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge