ქართველი მომღერალი, ვალერი მელაძე, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, თემურ ივანოსვის ყოფილ ცოლთან,სვეტლანასთან ერთად საფრანგეთში, კურორტ კურშაველში ისვენებს.
შეგახსენებთ, რომ ვალერი მელაძის მიმართ რუსეთში გამოძიება მიმდინარეობდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2 იანვარს, მომღერალმა დუბაიში გამართულ საახალწლო კორპორატიულ წვეულებაზე უკრაინა და უკრაინელი გმირები ადიდა. ფაქტის შემდეგ, რუსმა დებუპტატებმა მას მოღალატე უწოდეს და მელაძისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვეს.
