მომღერალი ნუცა ბუზალაძე სპეციალური განცადებით ქართველებს მიმართავს:
“ქართველ გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო სიყვარულისთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უფრო და უფრო მეტი საამაყო ჰქონდეთ ქართველებს” – ამბობს ნუცა ბუზალაძე ვიდეო მიმართვაში.
ცნობისთვის, ქართველი მომღერალი American Idol-ში მონაწილეობს. ნუცამ ჟიურისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო.
