ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მეტროდან ამბავს იხსენებს:
“მართლა ასე იქცევიან ევროპულ ქვეყნებში?
მეტროსადგურ დიდუბეში მატარებელი რომ გაჩერდა, ვაგონში სიბერეს მიტანებული მამაკაცი შემოვიდა, პატარა შავი ჩანთა ეჭირა (სავარაუდოდ, მძიმე). დაახლოებით 30-35 წლის ახალგაზრდა ქალმა ადგილი დაუთმო:
– დაბრძანდით.
– როგორ, თქვენ უარს ამბობთ ევროპაზე? – მადლობას ეს სიტყვები მოაყოლა მამაკაცმა.
– ევროპა რა შუაშია?! – გაეღიმა ახალგაზრდა ქალს.
– იქ ხანდაზმულებს ადგილს არ უთმობენ.
ევროპაში ვინც ცხოვრობთ, შეგიძლიათ, დაწეროთ მართლა ასეა თუ არა?! მე ერთადერთხელ, 2001 წელს ვიყავი და მაშინ ამ დეტალისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
ჩემ მიერ აღწერილი ამბავი 10 წუთის წინ მოხდა”,
– წერს ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი თბილისის მეტროში მომხდარ ფაქტზე.
