შოთო სიხარულიძე დაღუპული ქართველი მომღერლის აქამდე უცნობ ვიდეოს აქვეყნებს და წერს:
“ცრემლები მერევა ვერ ვაცნობიერებ ამას მართლა შენზე თუ ვწერ…
როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო… სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები… როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილისშვილი…(90 წლისაა შოთიკოს გამზრდელი ციალა ბებო ამ სიბერეში გამწარდა გაუმწარდა სიბერე არ იმსახურებდა…)
არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე თვითშეცოდების მდინარეში და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე.
იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.
მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს,შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული.
ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით.ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს… ძალიან ტკბილო და ძალიან მწარევ :'(
ტკივილი , რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო სიმწარეა მხოლოდ… ცხოვრება უცებ დიდ კოშმარად დაუსრულებელ ჯოჯოხეთად ექცა შენს ემიგრანტ დედას შოთი….”