Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“9 წელი ველოდით ალექსანდრეს… ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ დედობის განცდა მართლაც განსაკუთრებულია” – მაგდა ანიკაშვილი ეკრანს მიღმა

March 3, 2023
“9 წელი ველოდით ალექსანდრეს… ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ დედობის განცდა მართლაც განსაკუთრებულია” – მაგდა ანიკაშვილი ეკრანს მიღმა

მაგდა ანიკაშვილი ცნობილი ჟურნალისტია, რომელმაც წლების წინ პოლიტიკაშიც სცადა ბედი, ამჟამად კი “ტელეიმედზე” მუშაობს. გარდა ჟურნალისტობისა და პოლიტიკისა, ის ალექასანდრეს დედაა და ამბობს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანია მის ცხოვრებაში.

ცნობილია, რომ მაგდა წლების წინ დაშორდა მეუღლეს, ალექსანდრეს მამას დათო გოგოლაშვილს. თუმცა შვილის აღზრდაში მისი ყოფილი მეუღლეც აქტიურად არის ჩართული. შვილი წყვილს 9-წლიანი ლოდინის შემდეგ ეყოლა. გთავაზობთ ამონარიდებს მაგდა ანიკაშვილის ინტერვიუებიდან, სადაც შვილსა და ოჯახზე საუბრობს:

“ცხრა წელი ველოდით ალექსანდრეს და ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ დედობის განცდა მართლაც განსაკუთრებულია. ხშირად გამიგონია დედებისგან, ნეტავ მანამდე როგორ ვცხოვრობდი, სანამ შვილი მეყოლებოდაო. ჩემი პირველი რეაქციაც ასეთი იყო. რა თქმა უნდა, მინდოდა შვილი, მაგრამ, ისეთი მძაფრი რეაქციები არ მქონია, რაც ქალებს აქვთ ხოლმე შვილის მოლოდინში. ერთხანს, გარკვეული მიზეზების გამო, მე და ჩემი მეუღლე არც ვჩქარობდით შვილის დაბადებას, ახლა კი უკვე მზად ვიყავი დედობისთვის. ბავშვი იბადება უფლისგან, ასე გამოვიდა ჩვენს შემთხვევაშიც. ალექსანდრე დაიბადა მაშინ, როცა უნდა დაბადებულიყო. ამ პატარა ადამიანმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება – ბევრი რამ უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. იმას, რაც ადრე ჩემთვის პირველხარისხოვანი იყო, ისე აღარ აღვიქვამ, ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ალექსანდრე, ის ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცია”.

“რატომღაც, მეგონა, რომ გოგო მეყოლებოდა, თუმცა, როცა გავიგე, რომ ალექსანდრე გაჩნდებოდა, ძალიან გამიხარდა. სახელზე თითქმის არ მიფიქრია, ჩემი მეუღლის ბაბუისა და ჩემი დეიდაშვილის სახელი დავარქვით, თან, ძალიან მომწონს ეს სახელი. პირველი ემოცია, რაც ახალდაბადებულ ბავშვთან დაკავშირებით გამიჩნდა, მისი ტირილი იყო – სულ ვფიქრობდი, როგორ იტირებდა. ის რამდენიმე წამი, სანამ იტირა, დიდ დროდ მომეჩვენა. როცა პირველად შევხედე, მივხვდი, რომ ყველაზე სიმპათიური ალექსანდრე იყო. გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მამას, ნელ-ნელა მეც მემსგავსება იერით, რაც ძალიან მიხარია”.

“იმ ქალბატონებისგან, რომლებსაც შვილი წლების განმავლობაში არ ჰყავდათ და შემდეგ გაუჩნდათ, ასეთი შეფასება ხშირად მომისმენია: აქამდე სად ვიყავიო, რაც სიმართლე გითხრათ, მაკვირვებდა, მაგრამ დღეს მეც იმავეს ვიტყვი. კარგია, როდესაც ქალი ადრეულ ასაკში აჩენს შვილს. სხვა თუ არაფერი, ცხოვრებაში უფრო დიდხანს უწევს შვილთან ყოფნა. პოტენციურმა დედამ ბავშვის გაჩენა სამომავლოდ არ უნდა გადადოს. მერწმუნეთ, ქალისთვის დედობაზე მნიშვნელოვანი არაფერია!”

წყარო: მშობლები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ჩაკვეტაძე იტალიის სერია A-ს კლუბ უდინეზეში ითამაშებს
  • “არამარტო ქრთამის აღებაში, არამედ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს წვლილი არ მიუძღვის”- ადვოკატი
  • მდინარაძემ დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება” სახის ამომცნობი კამერების მთელს ქვეყანაში დამონტაჟებას აპირებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge