ბოლო წლებია სოციალური ქსელში დღესასწაულების აღნიშვნა და ერთმანეთისთვის მილოცვა ტრადიციად იქცა.
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, გადახედოთ ცნობილი პოლიტიკოსები როგორ ულოცავენ დედებს და ახლობლებს დღევანდელ დღეს.
დედასთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და წერს:
“გილოცავთ დედის დღეს, ძვირფასო ქალბატონებო, ძვირფასო დედებო! ვულოცავ შვილებს, მშობლებს, ბებიებს. ვულოცავ ჩემს უძვირფასეს დედას და ჩემს სოფოს!თითოეულ დედას ვუსურვებ, გეხაროთ თქვენი შვილების ბედნიერებით”.
დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. “დედის დღეს გილოცავთ ყველაზე მებრძოლ და სწორი ღირებულებების ქალბატონ დედასთან ერთად!”, – წერს ის.
ამავე პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი კახა ქემოკლიძე კი წერს:
“აქამდე არასოდეს მიმილოცია დედის დღე საჯაროდ დედაჩემისთვის. ცხოვრების წესად მქონდა ოჯახის წევრების არ გამოჩენა სოციალურ ქსელებში ან ღია წყაროების სხვადასხვა საშუალებებში . დღეს ეს ტრადიცია “დაემხობა . “მარინა ექიმო” (ასე მივმართავ ხოლმე შინაურულად) დედის დღეს გილოცავ და მინდა, ჯანმრთელი იყო, რადგან სხვა ყველაფერს ეშველება!
P.S. ვინც არ გიცნობს მათთვის ვიტყვი. ერთი შეხედვით ეს მომცრო, ჩია ქალი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. პროფესიონალიზმის, უშიშარობის, გამბედაობის, ბრძოლის, კეთილსინდისიერების, თავმდაბლობის, კარგი დედობის ნამდვილი მაგალითი ჩემთვისაც და ბევრისთვის ვინც მას უშუალოდ იცნობს ან შეხება ჰქონია .ყველა კარგ ადამიანს ვულოცავ თავისი მშობელი დედის დღეს!”
“ყველა დედას გილოცავთ დღევანდელ დღეს!” – წერს დეპუტატი სალომე სამადაშვილი და დედასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.
“დედის დღეს გილოცავ ყველაზე საუკეთესო დედას დღეს, ბევრს საჯაროდ ვერ დავწერ იმდენად მამძიმებს რეალობა , რომელშიც ჩვენი დედა-სამშობლოა…
წყარო: ამბები