‼️ჩასწორება ‼️ ‼️ რედაქციამ გააშუქა ლალი მოროშკინას ციტატა, ხოლო ამბავი, რომელიც “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ ლალი მოროშკინას ინფორმაცია ტყუილია და მის მიერ გამოთქმული მოსაზრება არ შეიძლება გამხრდარიყო მიწისძვრის მიზეზი.
პოლიტოლოგმა ლალი მოროშკინამ რადიოა “იმედის” ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით თურქეთში მომხდარი მიწისძვრა შესაძლოა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით სწორედ ამერიკელების მოწყობილი ყოფილიყო.
„როგორ შეიძლება დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, განმეორებით ბიძგები უფრო ძლიერი ყოფილიყო. თურქეთი პირდაპირ ადანაშაულებს ამერიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოსაც დატოვებს, თავისი თამაში აქვს დაწყებული. მანამდე ფინანსურად სხვანაირად ვერ გაანადგურეს თურქეთი, დღეს მიდის სხვანაირი თამაში. აშკარად თურქეთმა დაიჭირა რუსეთის მხარე და ხვდება, რომ მისი ფინანსებისთვის მნიშვნელოვანია ზაფხულში ტურისტული სეზონი შედგეს. ვხედავთ სოილუმის განცხადებას, ხელები გასწიეთ თურქეთისგანო“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ „რადიო იმედის“ ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე აშშ–ის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე სტამბოლში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების გამო. მოგვიანებით, აშშ-ის საელჩოს გაფრთხილების საფუძველზე, ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმაც გაავრცელეს.
„აშშ-ის ყველა ელჩი, როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა. ეს თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. ისინი აწყობენ ელჩების შეხვედრებს და ცდილობენ, სხვა ქვეყნების ელჩებს რჩევები მისცენ. ამავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებში, ევროპას აშშ-ის საელჩოები მართავენ. მივმართავ ელჩ ჯეფრი ფლეიკს: ვიცი, რომელ ჟურნალისტებთან გაქვთ ურთიერთობა. შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. ყველაფერი ნათელია, მე კარგად ვიცი, რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ“ – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ გააკეთა
რედაქცია ემიჯნება ლალი მოროშკინას მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
