Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

(ფოტოები) თბილისელ გოგოს სახლში 5 გველი, ხვლიკები, ობობები და ტარაკნები ჰყავს – “ერთს გოგიტა დავარქვი”

August 17, 2020
(ფოტოები) თბილისელ გოგოს სახლში 5 გველი, ხვლიკები, ობობები და ტარაკნები ჰყავს – “ერთს გოგიტა დავარქვი”

თბილისელი მაია ვეფხვაძე­ გველებთან, აგამებსა და ტარანტულებთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ბედნიერად ცხოვრობს­ და სიამოვნებით ზრუნავს მათზე. ხუმრობს, რომ ეს ქვეწარმავლები მისი მზითვია და სჯერა, რომ მომავალ მეუღლესაც მასავით ეყვარება ეს არსებები.

„სკოლაში რაღაც საცირკო წარმოდგენისას მოიყვანეს ისინი და პირველად მომეცა საშუალება, გველს ხელით შევხებოდი. მაშინ დაახლოებით მეცხრეკლასელი ვიყავი.­ ამ შეხებამ ისეთი სასიამოვნო შეგრძნება­ დამიტოვა, რომ მას მერე მომყვება და მომყვება ეს გრძნობა… როცა სტუდენტი გავხდი, ზოოპარკში მოხალისედ დავიწყე მუშაობა. ამ არსებების მიმართ ჩემი სიყვარული ისეთი თვალში საცემი იყო და ისეთი მონდომებით ვუვლიდი მათ, რომ მოგვიანებით შტატიანი თანამშრომელიც გავხდი, რამდენიმე წლის წინ კი ზოოპარკიდან წამოვედი და თანამოაზრე მეგობართან ერთად განვახორციელე პროექტი, რომლის დახმარებით მოსახლეობას გველებისა და სხვა ქვეწარმავლების შესახებ ცნობიერებას ვუმაღლებთ. ქვეწარმავლების შესახებ ბევრი მითი დადის, არასწორი წარმოდგენაც აქვთ.

(ფოტოები) თბილისელ გოგოს სახლში 5 გველი, ხვლიკები, ობობები და ტარაკნები ჰყავს - "ერთს გოგიტა დავარქვი"

ვცხოვრობ დედ-მამასა და ძმასთან ერთად, მაგრამ გველებსა და ჩემი კოლექციის სხვა ბინადრებზე მხოლოდ მე ვზრუნავ. პირველი გველი 18 წლის ასაკიდან მყავს. თავიდან ოჯახის წევრები დაბნეული იყვნენ, არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ… მერე ნელ-ნელა ვასწავლე, როგორ უნდა აეყვანათ ხელში. ახლა შეეჩვივნენ და მეკითხებიან, კიდევ რას მოიყვანო. მყავს ხუთი გველი. მათგან ოთხი უსახელოა, ერთს კი გოგიტა დავარქვი… ჩვენი მეგობრის პატივსაცემად, რომელსაც ასევე უყვარს გველები. გეკონი მყავს, დიდი თვალებით, ხაოიანი კანით და ძალიან პუტკუნა, ასევე – ერთი ტარანტული, რომელიც ისე საყვარლად დააბოტებს, ბობოლიას ვეძახი. მყავს აგრეთვე ხოჭოები, ობობები, ტარაკნები, ოღონდ ჩვეულებრივი კი არა, სისინა ტარაკნები.

აქაური არც ერთი არ არის, სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ინდოეთიდან არიან. გოგიტა ჩვეულებრივი მახრჩობელაა. იზრდება ოთხ მეტრამდე. ახლა სამი წლისაა და ჯერ მხოლოდ ორი მეტრია. მყავს ასევე მცურავები და ერთი პითონი, რომელიც ჯერ ერთ წლამდეა და 1,5 მეტრია მხოლოდ. სულ არ არიან პრეტენზიული მოსავლელები. კვირაში ერთხელ ვაჭმევ, ერთხელ ვასუფთავებ და ორჯერ წყალს ვუცვლი.

ესენი ცხოვრობენ სპეციალურ ტერარიუმებში, რომლებიც, თუ მე სახლში არ ვარ, დაკეტილია.

აუცილებლად შევაჩვევ და შევაყვარებ ამ არსებებს ჩემს მომავალ მეუღლეს. რომ ავუხსნი, როგორები არიან, მჯერა, მასაც ჩემსავით შეუყვარდება. მე თუ ვეყვარები, ჩემი მზითევიც ეყვარება“, – განუცხადა „კვირის პალიტრას“ მაია ვეფხვაძე­მ.

(ფოტოები) თბილისელ გოგოს სახლში 5 გველი, ხვლიკები, ობობები და ტარაკნები ჰყავს - "ერთს გოგიტა დავარქვი"
(ფოტოები) თბილისელ გოგოს სახლში 5 გველი, ხვლიკები, ობობები და ტარაკნები ჰყავს - "ერთს გოგიტა დავარქვი"

წყარო: კვირის პალიტრა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ერთი დაღუპული, სამი დაშავებული – მძიმე ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე
  • აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა – რა ხდება ადგილზე
  • „ასეთ შემთხვევაში ავტომობილს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანენ…“ – რას აცხადებს კახი კალაძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge