Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან

August 14, 2020
რა რეგულაციებით დაიწყება საჯარო სკოლებში სწავლა 15 სექტემბრიდან

15 სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო წესები განსხვავებული წესებით დაიწყება. კორონავირუსის პრევენციისთვის წესდება სანიტარული ნორმები და სკოლაში გადაადგილების წესები.

წესები, რომელიც სკოლებში უნდა მოქმედებდეს:

მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება;
სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში და სხვა.
“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გაკვეთილების ჩატარება I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო სივრცეში სავალდებულოდ განსაზღვრა. სკოლის ადმინისტრაციის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, შერეული მოდელის დანერგვისას, V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII – XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში – მაქსიმუმ 3 დღე. შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან”, – აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, კლასში მაქსიმუმ 29 მოსწავლე უნდა იყოს. თუ სკოლის ინფრასტრუქტურა მოსწავლეებს შორის დისტანციის დაცვას ვერ უზრუნველყოფს, შეეძლებათ რამდენიმე ცვლად სწავლება.

არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge