100 დღეში საქართველო გადარჩება და იქნება ქვეყანა ან საქართველო აღარ იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინდიალოგისას განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინაში ძალიან კარგი პოზიციები აქვს, თუმცა სამშობლოს გარეშე დარჩენას არ აპირებს.
„ჩემი სამშობლო არის საქართველო. შემდეგი 100 დღე არის გადამწყვეტი. ჩვენ გვიკეთებენ ანესთეზიას საქართველოში, რომ დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი არ გაანძრიოთ, ფეხი არ გაანძრიოთ. ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვებენ ტურისტებს? ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ, რადგან რაც მეტად ღარიბი იქნება ხალხი, მით უფრო ადვილად, უფრო იაფად გაიყიდება. ამის გადატეხვა შეიძლება მარტო ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ყველასთან მისვლით, ყველა ადამიანთან დალაპარაკებით, რწმენის დაბრუნებით. ისინი მუშაობენ რწმენის დაკარგვაზე, საკუთარი მომავლის რწმენის განადგურებაზე, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ რწმენის დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა შემდეგ 100 დღეში. უნდა ვიყოთ ორგანიზებული, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს, გადავდოთ ეს, საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის სახელებსა და გვარებს. ამ რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩვენს კიდევ რამდენიმე ადამიანს ნიშნავენ მაღალ თანამდებობაზე. დატაცებაზე არიან, რადგან იციან, თავის დროზე საქართველოში მოვახდინეთ სასწაული. მე, ჩემი მხრივ, შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ სასურველია, ეს ნახტომი არ იყოს უფსკრულში, რადგან უფსკრულში მიდის ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, აპირებს უზენაეს სასამართლოში ჩამოიყვანოს უცხოელი მოსამართლეებიც, პირდაპირ ამ უცხოელ მოსამართლეებს მიეცემათ საშუალება, რამდენიმე წელი მაინც აღასრულონ მართლმსაჯულება, რომ არ იყოს სათქმელი, იმის ნათესავი, ამის ნათესავი, ახლობელი და რაღაც.
„მერე, ესენი შექმნიან ტრადიციას და ქართველებსაც შეეძლებათ იმავეს გაკეთება, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მოხდა ეს ასე. სიმართლე უნდა ვავრცელოთ ყველამ. ეს ძველმოდური კონტროლი სასამართლოსი, პროკურატურის დამთავრდება. შეუძლებელია, მე თავად ვარ ამის მსხვერპლი და არ დავუშვებ არასდროს, ეს მოხდეს ხელახლა. დღეს შენია პროკურატურა და სასამართლო, ხვალ მთავრობაში აღარ ხარ და უკვე შენს წინააღმდეგ არის ზუსტად ასეთივე წარმატებით. იგივე სასამართლო და მოსამართლეები, ვინც ჩვენ დროს იყვნენ, ახლა ჩვენ დაგვდევენ, ამიტომ გაკვეთილი ჩვენ ჩვენი ვისწავლეთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.