სამოქალაქო აქტივისტი, ნინია ბარამიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქალის ისტორიაზე წერს, რომელიც მდიდარ კაცს გაჰყვა ცოლად, თუმცა ქმარი ის არ აღმოჩნდა, ვინც ეგონა.
“უნამუსო კაცებზე მინდა დავწერო ეხლა ვრცლად.
როცა იზმირში ვცხოვრობდი აღარ მახსოვს ეკლესიაში თუ პარკში გავიცანი ბულგარეთიდან ქალბატონი, ტიროდა, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო, ტირილიც კი ძალიან უხდებოდა.
გავცვალეთ, დავმეგობრდით და ერთ დღეს მასთან დამპატიჟა სახლში, იმდენად უბრალო ქალი იყო, ვერ წარმომედგინა თუ მილიარდერის ცოლი იქნებოდა სახლები და ვილები როგორ არ მინახავს მაგრამ ეს რაღაცა სასწაული იყო, ეზო ედემის ბაღივით, მგონი ყველაფერი ანტიკვარი ჰქონდათ სახლში, ულამაზესი ნივთები, აი მართლა ყველაფრის დათვალიერება რომ მომესწრო ალბათ 3-4 დღე ზედიზედ უნდა მივსულიყავი მასთან.. ხო ეზოში რომ ჩემი საოცნებო მანქანები ელაგა ეგ გამომრჩა, თეთრი გაწიკწიკებული რენჯ როვერის ჯიპი…
თურმე რატომ მიმიყვანა, ხომ ხედავ როგორ ვცხოვრობ მაგრამ არაფერი ჩემთვის არაა ფასეულიო და დაიწყო.
როცა ჩემი ქვეყნიდან ჩამოვედი აქ, ოფისში დამლაგებლად დავიწყე მუშაობაო, და უფროსი გადამეკიდაო.
გავთხოვდი და ვიგებ რომ თურმე ცოლი და შვილი ჰყავსო…
უფრო მეტიც, ამ სახლის მოპირდაპირე ვილაში ცხოვრობენო…
მოკლედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი კოშმარიო, წვეულებებზე, შეხვედრებზე და ასე შემდეგ ყველგან ერთად დავყავდითო, ორსულად დავრჩი და არ ვიცოდი რა უნდა მექნაო.. ახლა კიდევ 33 და 31 წლის ბიჭები მყავს და ძალიან გვიანიაო…
მაგრამ იმდენად არ სარგებლობდა ქმრის ნაჩუქარი არაფრით, მხოლოდ სწავლის ფული გამოვართვიო, და აგერ 3-4 წლის წინ დაასრულა სწავლა 50+ ასაკში..
ის ღორი რასაც ამისთვის ყიდულობდა იგივეს ყიდულობდა იმ პირველი ცოლისთვისაც, სახლები მანქანები, ტანსაცმელები, ყველაფერი ერთნაირი ჰქონდათ.
რატომ დავწრრე ამდენი, თქვენი აზრით მხოლოდ ფულშია ბედნიერება? მხოლოდ კარგ ცხოვრებაში? მართლა არაფერი მქონდეს მირჩევნია, მხოლოდ ერთგულება და ბევრი სიყვარული.
იმ ქალის ფოტოც მინდოდა დამედო, მაგრამ ფრენდებში მყავს”, – წერს ბარამიძე.
