ამერიკელი მორის ჰასტინგსი, რომელმაც მკვლელობისთვის ციხეში 38 წელზე მეტი გაატარა, მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც დნმ-ს ახალმა მტკიცებულებებმა სხვა პირის დანაშაულზე მიუთითა.
კაცი. 1983 წელს. კალიფორნიაში. რობერტა უაიდერმაიერის მკვლელობისთვისა და კიდევ ორი პირის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის შტატების ციხეში იხდიდა სასჯელს. ათეული წლის შემდეგ გაკეთებულმა დნმ-ს ანალიზმა მიუთითა სხვა პირის დანაშაულზე, რომელიც ციხეში 2020 წელს გარდაიცვალა.
69 წლის ჰასტინგსი ციხიდან უკვე გაათავისუფლეს. ლოს-ანჯელეს ოლქის პროკურორმა ჯორჯ გასკონმა მის ნასამართლობას “საშინელი უსამართლობა” უწოდა.