ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და “ვივამედის” დირექტორს, ნინო ნადირაძეს, მიმართავს:
“უკრაინის ფონზე ყველა თემა ზედმეტი და არადროული მგონია, მაგრამ მიშას ამბავზეც დუმილი ახლა დანაშაულია.
ნინო, შენ უნდა ჩამოყალიბდე მიშას გულშემატკივარი ხარ, თუ სუსის მეგობარი, რომელმაც მიშასთან ნდობაში შესვლა ისე მოახერხე, ახლობლებს არწმუნებდა შენი მეგობრობის გულწრფელობაში.
დაიდება მალე ამერიკელი ექიმების დასკვნა და ხელშეკრულებით გაფორმებული დირექტორი ძალიან ცუდ დღეში არ ჩავარდე” , – წერს ჟორჟოლიანი.