თბილისში, ვარკეთილის ტერიტორიაზე კორპუსში ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკვამლიანება მეორე კორპუსზეც გადავიდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად კორპუსიდან მაცხოვრებლები გამოიყვანეს და არავინ დაშავებულა.
