Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული ოცნება“ უკვე რუსეთის მოედანზე დადის, მაგრამ იქიდან ვერაფერი მოაქვთ, პირიქით, ზეწოლა გრძელდება და ეს არის ივანიშვილს პასუხისმგებლობა – ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო 0 შედეგი და მეტი ზეწოლა!”- რას ამბობს ლაშა ფარულავა

November 26, 2026
“ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და „ქოცების“ შიდა წიოკი გრძელდება! – ამჯერად ირაკლი კობახიძემ ისეთი სვლები გააკეთა…”- რას ამბობს ლაშა ფარულავა

კონკრეტულად „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიქმნა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეებს არანაირი ბენეფიტი არ მიუღიათ, ახლა ახალი ფორმატი შექმნეს უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ მოაქვთ, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მინსკში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინსა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილს შორის შეხვედრას და ამ შეხვედრის შესახებ ზურაბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ფარულავას თქმით, ისტორია აჩვენებს, რომ „ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ უფრო აძლევს მტერს საშუალებას, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს“.

“ქართულმა ოცნებამ“ საგარეო ვექტორი და ტრაექტორია დიდი ხანია შეცვალა. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ რუსეთი ეკონომიკურ საკითხებს, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტს ისე იყენებს, ზეწოლა გრძელდება, იმიტომ, რომ ეს არის კრემლის პოლიტიკა.

ისტორია აჩვენებს, რომ ლოიალური დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ უფრო აძლევს მტერს – რუსეთს საშუალებას, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს და შესაბამისად, კონკრეტულად „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელია იმაზე, რომ აბაშიძე – კარასინის ფორმატი შეიქმნა, თუმცა ჩვენთან მოქალაქეებს არანაირი ბენეფიტი არ მიღიათ, ახლა ახალი ფორმატი შექმნეს, უკვე რუსეთის მოედანზე დადიან, მაგრამ იქიდან ვერაფერი ვერ მოაქვთ, პირიქით გრძელდება ზეწოლა და ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა, რომელმაც დასავლეთი მტრად გამოაცხადა, ურთიერთობები კრემლთან, ოკუპანტთან, რუსეთთან დაიწყო, თუმცა ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო 0 შედეგი და მეტი ზეწოლა“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.

ინფორმაციისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა “იმედის” ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში გამართული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, რუსეთის მხარემ მინსკში შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი, რომლებიც ძირითადად ჰუმანიტარულ სფეროებს ეხება და თითქოსდა უვნებელია, თუმცა, მათ შორის იყო დონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ერთ-ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის დაძმობილების თემაც, რაც მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს.

მისი თქმით, გალუზინმა ვერცერთი ფაქტი ვერ დადო ვერც ხარისხთან მიმართებით, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა ჰქვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბატონ ივანიშვილს უკვირს, რომ მის მიმართ ინდივიდუალურ სანქციებზეა საუბარი?! – ეს „ოცნებაში“ არავის უნდა უკვირდეს, რადგან ევროკავშირს სხვა გზა უბრალოდ აღარ დაუტოვეს – თავის თავს დააბრალონ!”- რას ამბობს გიორგი შარაშიძე
  • “არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა”- რას ამბობს თამთა მეგრელიშვილი
  • აფრიკის დასახლებაში აფეთქება მოხდა – დაღუპულია ერთი ადამიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge