გერმანულმა გამოცემამ, Heidenheimer Zeitung-მა, ბუდუ ზივზივაძეს სტატია მიუძღვნა.
„სასტარტო შემადგენლობა მხოლოდ ერთი ვარჯიშის შემდეგ: რატომ არის ბუდუ ზივზივაძე „ჰაიდენჰაიმის“ ნომერ პირველი თავდამსხმელი“, — ასეთია სტატიის სათაური და ავტორი ქართველ ფეხბურთელზე წერს.
„ის გოლების გატანას განაგრძობს! 32 წლის თავდამსხმელმა „ჰაიდენჰაიმი“ „დარმშტადტთან“ დააწინაურა და 5 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. ეს სანაკრებო პაუზიდან ერთ კვირაში მოხდა და ბუდუმ მთავარი მწვრთნელის, ფრანკ შმიდტის, ქებაც დაიმსახურა…“
