Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო”- ნადარაია ბიბილაშვილს:

November 19, 2026
” გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო”- ნადარაია ბიბილაშვილს:

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ენმ-ს წევრის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადება, რომ „პარტიებს კრძალავენ“ რევაზ ნადარაიამ სასამართლოს შეურაცხყოფად შეაფასა. მოსამართლემ ბიბილაშვილი გააფრთხილა, რომ ამის გამეორების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს.

ნადარაიამ ბიბილაშვილს უთხრა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადების და საასმართლოს ერთმანეთთან გაიგივება არ უნდა მოხდეს -“პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო, იურისტი ხართ”

ზაზა ბიბილაშვილი: ჩვენს აკრძალვას ითხოვს ის პოლიტიკური ძალა, რომლის პირობებშიც საზოგადოებამ შეიტყო ე.წ. სუს-ის კრებსების თაობაზე. ასევე, მიყურადებას რაც შეეხება, მათმა სუს-ის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ 30-ჯერ არის გაზრდილი სუს-ში შესული ინფორმაციის ნაკადი და 2.5 -ჯერ არის გაზრდილი მოსმენების რაოდენობა. ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს უნდა გახდეს ჩვენი პარტიის აკრძალვის საფუძველი. ანუ ადამიანები ამბობენ, რომ 30-ჯერ მეტს ვუსმენთო, მაგრამ თქვენ უნდა აგკრძალოთო.

ახლა მესმის რეპლიკა, რომ „კანონიერი იყოო“, რა თქმა უნდა, იმ სასამართლოს პირობებში, რომელზეც ღარიბაშვილი ამბობს, რომ კენგურუს სასამართლოა, რასაც გინდა იმას დაარქმევ კანონიერს. წინა თარიღით გააფორმებ ნებართვას, ვისაც გინდა მოუსმინო და მიუყურადო. თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით, რომ ასეა. პრემიერმაც თქვა, ჩვენ ვაუქმებთო…

რევაზ ნადარაია: გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ, ახლა საზოგადოების თვალში პრემიერისა და სასამართლოს გაიგივება გნებავთ ერთმანეთთან? პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო, იურისტი ხართ. რაც შეეხება იმას ვემიჯნები თუ არა პრემიერის სიტყვებს, რას ნიშნავს პრემიერს ვემიჯნები? პროვოკატორობთ, მინდა გითხრათ. სასამართლო არაფერს არ აუქმებს, სასამართლო იხილავს. ვერ ვიგებ ამ ტიპის პრეტენზიას. სასამართლოში შემოვიდა სარჩელი, კონკრეტული საფუძვლებითა და მოთხოვნით. რას ითხოვთ სასამართლოსგან, არ უნდა განიხილოს?

ზაზა ბიბილაშვილი: აქ რომ შესაბამისი სტანდარტები მოქმედებდეს, ეს სარჩელი საერთოდ წარმოებაში არ უნდა მიღებულიყო.

რევაზ ნადარაია: კიდევ ერთხელ იტყვით სასამართლო სხდომის დარბაზში, რომ განხილვა გაუქმებად მიგაჩნიათ და საზოგადოებას რომ გინდათ დაანახოთ წინასწარ, რომ სასამართლო აუქმებს, ეს არის სასამართლოსადმი უპატივცემლობა და სასამართლო მიიღებს შესაბამის ზომებს. კეკლუცობთ საზოგადოების წინაშე… აუქმებთ, აუქმებთ, არ ვაუქმებთ, ვიხილავთ! შედეგი რა იქნება დაელოდეთ“,- განაცხადა ნადარაიამ, რასაც თავის მხრივ ბიბილაშვილმა უპასუხა, რომ მას პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სჯერა, როცა მან თქვა, რომ „ჩვენ ვაუქმებთო“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო – რას ამბობს პროკურორი
  • ” გაწყვეტინებთ და გაფრთხილებთ, პრემიერმა რაც თქვა პრემიერის სიტყვებია, სასამართლო არის სასამართლო”- ნადარაია ბიბილაშვილს:
  • “ბიჭმა მითხრა: დედა, უბედურება შეგვემთხვაო, ბავშვები გადმომხტარან ფანჯრიდან, ჩემი რძალი კი არ ვიცი, ცოცხალია თუ არა” – რას ჰყვება ქალი, რომლის ოჯახის წევრსაც ამ დრომდე ეძებენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge