„ლიდერ ტვ-ის“ წამყვანი, გურამ არუთინაშვილი მის თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დღისით რომ ცნობილ სახეს თავს გესხმიან ეს სად ვცხოვრობთ? რა ხდება? რომელ ქვეყანაში? რატომ გაიზარდა კრიმინალი საქართველოში ასე? გეტყვით, რომ თავს დამესხნენ სამგორის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიმდინარეობს გამოძიება, მოვითხოვ ამ პიროვნებების უმკაცრესი ზომებით დასჯას”,- წერს გურამ არუთინაშვილი ფეისბუქში.
„ლიდერ ტვ-ის“ წამყვანის, გურამ არუთინაშვილის განცხადებით, სამგორის მეტროსთან, 3 პირი თავს დაესხა.
როგორც ირკვევა, “ლიდერ ტივის” წამყვანს თავს იმიტომ დაესხნენ, რომ მისი საქმიანობა არ მოსწონთ.
როგორც მან “ტვ პირველს” განუცხადა, ერთ-ერთმა აგრესიულმა პირმა მას ბოთლი ესროლა, რომელიც თავში მოხვდა, შემდეგ კი “საცემრადაც გაიწივნენ”.
“ბოთლი კეფაში დამარტყეს და ახლაც მეწვის”, – აცხადებს არუთინაშვილი.