ვლოგერ გურამ არუთინაშვილის თქმით, სამგორის მეტროსთან, 3 ახალგაზრდა აგრესიული კაცი დაესხა თავს.
როგორც ირკვევა, ლიდერ ტივის წამყვანს თავს იმიტომ დაესხნენ, რომ მისი საქმიანობა არ მოსწონთ.
როგორც მან “ტვ პირველს” განუცხადა, ერთ-ერთმა აგრესიულმა პირმა მას ბოთლი ესროლა, რომელიც თავში მოხვდა, შემდეგ კი “საცემრადაც გაიწივნენ”.
“ბოთლი კეფაში დამარტყეს და ახლაც მეწვის”, – აცხადებს არუთინაშვილი.