“ერთი რაც მინდა კიდევ ვთქვა, ნაღდად ბოლოს მინდა უბრალოდ რა ვიცი ახლა, თავს ხომ ვხედავ ყველაფერს, რაც მომდის იმ გამომწყვდეულში: ერთი ნაღდად არ მეგონა, გეკა გელაძის მიმართ თუ გამიჩნდებოდა პატივისცემა. აი, აქ ყველასთან ბოდიში, მაგრამ მაგ კაცის მიმართ პატივისცემა გამიჩნდა და არ მეგონა. ჩემი ინფორმაციით, ხმამაღლა მინდა ვთქვა, არ მომისმენია ტელევიზიით, უბრალოდ ვიცი, როგორც ვიცი: ბერამ, მას შემდეგაც სუს-ს დაავალა აი ამ ფეიქრიშვილების წამება ციხეში, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაც, ჩემდა გასაოცრად, აღმოაჩნდა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და პრინციპულობა და უარი უთხრა ასეთ მავნებლობაზე და ბოროტებაზე, და ამის გამო გააგდეს სამსახურიდან. ხოდა, მე მინდა აი ესე აქედან შევუთვალო პატივისცემა ნამდვილად გეკა გელაძეს და ყველა ისეთ ადამიანს, რომელიც უკანონობას ხელს არ უწყობს და ყოჩაღ, რომ ყოფილა გამონაკლისი, რომ ასეთი ადამიანი”, – განაცხადა ელისაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
