Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

როგორ დაგეგმა შვილმა დედის მკვლელობა – რა წერია 17 წლის ბიჭის ჩვენებაში

August 15, 2022
ვინ არის დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდის მეგობარი – საქმის ახალი დეტალები

17 წლის ბიჭს,  რომელმაც საკუთარ მეგობართან ერთად 34 წლის დედა მოკლა პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა.

როგორც  “მთავარი არხის” ჟურნალისტი აცხადებს, ბრალდებული ჩვენებაში ყვება, როგორ დაგეგმა მეგობართან ერთად დედის მკვლელობა.

როგორც მედიის წარმომადგენელი აცხადებს, მძიმე კონტენტის გამო ჩვენება არ გასაჯაროვდება.

ასევე, ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს:

“დანაშაული აღიარა, ჩადენის შემდეგ წავიდა თავის ოჯახის წევრებთან გარდაბნის რაიონში, საიდანაც გამოიცვალა ტანსაცმელი, მამას ბებიას და სხვა ნათესავებს მოუყვა მის მიერ ჩადენილი ქმედების შესახებ და ამის შემდეგ, თვითონ ბრალის აღიარებით გამოცხადდა”, – ამბობს ადვოკატი.

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აგვისტოს, თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჯგუფურად, შურისძიების მიზნით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შვილმა დედას დანით, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ხოლო შვილის მეგობარმა დაზარალებული შებოჭა და მას გაქცევის საშუალება არ მისცა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.

“გარდაცვლილის შვილს ნ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), ხოლო რ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერული ნიშნით, ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ დღეს?
  • “ამიერიდან აკრძალული იქნება..” – რას აანონსებს დონალდ ტრამპი?
  • “ცოტა თავმდაბლობას მაინც ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება” – ჩერგოლეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge