Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ოდესმე შევხვდებით…” – რას წერს მასწავლებელი ქობულეთში მოკლულ 21 წლის ბიჭზე

August 15, 2022
“ოდესმე შევხვდებით…” – რას წერს მასწავლებელი ქობულეთში მოკლულ 21 წლის ბიჭზე

ორი დღის წინ, ქო­ბუ­ლეთ­ში, 21 წლის ახალ­გაზ­რდა მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბას წინ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გამო და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი უძღო­და. კონ­ფლიქ­ტი კლუბ “ჰა­ვა­ნა­ში“ და­ი­წყო, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაგ­რძელ­და. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ზე­ზი გახ­და ის, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი მოკ­ლუ­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის მით­ვი­სე­ბას ცდი­ლობ­და.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ლექ­სო ინ­დუ­აშ­ვილს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლის ნინო სა­ხე­ლაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მომ­დევ­ნო პრო­ცე­სი 4 ოქ­ტომ­ბერს 12:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. და­კა­ვე­ბულს გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 108-ე მუხ­ლით ედა­ვე­ბა, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, “13 აგ­ვის­ტოს, ქ. ქო­ბუ­ლეთ­ში, ერთ-ერთი ღა­მის კლუ­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ლ. ი.-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, თან­ნა­ქო­ნი და­ნით სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა რ. ლ.-ს.

მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად, რ. ლ. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა”.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ცნო­ბის­თვის, ორი დღის წინ ქო­ბუ­ლეთ­ში ახალ­გაზ­რდებს შო­რის ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე 21 წლის ბიჭი მოკ­ლეს.

გარ­დაც­ვლი­ლი რე­ვაზ ლომ­სა­ძე, ხა­შუ­რი­დან ქო­ბუ­ლეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლი გო­რის მკვიდ­რია.

რე­ზის მას­წავ­ლე­ბე­ლი ქე­თე­ვან გო­გო­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მოს­წავ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ სიკ­ვდი­ლი გა­უ­ად­ვი­ლა…

“რეზი, ჩვე­ნო ღი­მი­ლის ბიჭო, მახ­სენ­დე­ბა შენი სკო­ლის პირ­ვე­ლი დღე, რო­გორც კი შე­მოხ­ვე­დი საკ­ლა­სი ოთახ­ში, წა­მოხ­ვე­დი და ჩემი შვი­ლის გვერ­დით და­ი­კა­ვე ად­გი­ლი.

იმ დღის მერე მისი მერ­ხის გა­ნუ­ყო­ფელ მე­გობ­რად იქე­ცი. სულ ეგ­ნა­ტეს გვერ­დით გხე­დავ­დი დას­ვე­ნე­ბა­ზე დე­რე­ფან­სა და ფო­ტო­სუ­რა­თებ­შიც. მად­ლო­ბა, რომ ჩემს შვილს შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ას­წავ­ლა თავ­მდაბ­ლო­ბა, სი­კე­თე და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა.

მინ­დო­და ბედ­ნი­ე­რი ყო­ფი­ლი­ყა­ვი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, ბოლო ზარ­ზეც ხომ ასე­თი ლოც­ვა გა­გა­ტა­ნათ თი­თო­ე­ულ თქვენ­განს დამ­რი­გებ­ლის გულ­მა. ვინ იცის,რო­გო­რი გეგ­მე­ბი გქონ­და, რამ­დე­ნი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ოც­ნე­ბა დაგ­რჩა, ჩემო 20 წლის უკე­თილ­შო­ბი­ლე­სო ბიჭო.

მშვი­დო­ბით რეზი! შენ­მა ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლამ, შენს მას­წავ­ლე­ბელს სიკ­ვდი­ლი გა­უ­ად­ვი­ლა. ოდეს­მე შევ­ხვდე­ბით და მე ისევ გე­ტყვი მად­ლო­ბას შენ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი წუ­თის­თვის! უფა­ლო და­უმ­კვიდ­რე ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას ზეიმობს – რომელი ლოცვა უნდა წაიკითხოთ დღეს?
  • “ამიერიდან აკრძალული იქნება..” – რას აანონსებს დონალდ ტრამპი?
  • “ცოტა თავმდაბლობას მაინც ხომ უნდა სძენდეს ადამიანს, როდესაც ასეთი კრახი დაგემართება” – ჩერგოლეიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge