აბუ-დაბის სასამართლომ უსმან ნურმაგომედოვის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა – აღნიშნულზე “დამატებითი დრო” წერს.
განცხადების თანახმად, სასამართლომ სასტუმროში მომხდარ მასობრივ ჩხუბში მონაწილე 8 პირს სასჯელი შეუმსუბუქა.
ინციდენტი მხარეებს შორის მანამდე არსებული დაპირისპირების შემდეგ მოხდა. ბრალდებულებს ედავებოდნენ ჩხუბში მონაწილეობას, მომხდარის გადაღებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.
სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით, თითოეულ ბრალდებულს 150 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.
სასჯელის შემსუბუქების საფუძველი მხარეებს შორის შერიგება, ურთიერთსაჩივრების გაუქმება და დაზარალებულის მიმართვა გახდა, რომელმაც აბუ-დაბის ხელისუფლებას ბრალდებულების გათავისუფლება სთხოვა.
სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილება მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამება და მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ითვალისწინებს.
