Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გვარამიამ ბევრჯერ სცადა სააკაშვილის სადისტური მმართველობის პერიოდისგან გამიჯვნა, ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი გზაა, რითაც შეიძლება, თავი დაიცვას – გია ვოლსკი

November 16, 2026
გია ვოლსკი შეწყალებაზე საუბრობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ნიკა გვარამია ცდილობს, საკონსტიტუციო სასამართლოში ისე წარმოაჩინოს თავი, თითქოს არავითარი კავშირი არ ჰქონია სააკაშვილის მმართველობასთან და ქვეყანაში ექსტრემისტულ პროცესებთან.

„ნიკა გვარამიას ჩვენებას საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს. რასაც ვხედავთ, თავდაცვის საკმაოდ სერიოზული მცდელობაა. ნიკა გვარამია თითქოსდა პოლიტიკურ ველზე გუშინ გაჩნდა და არავითარი კავშირი არ ჰქონია წამების იმ სადისტურ პერიოდთან, როცა იგი პროკურატურაში, თუ სხვა თანამდებობებზე სწორედ სახელმწიფო პოლიტიკას განაპირობებდა. ცდილობს თავის ჩვენებას, თითქოს ბოლო პერიოდში არავითარი კავშირი არ აქვს იმ ექსტრემისტულ პროცესებთან, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობდა. გვარამიამ სააკაშვილის სადისტური მმართველობის პერიოდისგან გამიჯვნა ბევრჯერ სცადა და ასეთ ვითარებაში მისი მონაწილეობაც კი გამოირიცხა. ამ მოვლენებისგან გამიჯვნა უნდა, რადგან ფიქრობს, რომ ერთადერთი გზაა, რომლითაც შეიძლება, თავი დაიცვას. გამიჯვნა სააკაშვილისაგან, გამიჯვნა სადისტური მმართველობის პერიოდისგან, გამიჯვნა იმ ექსტრემიზმისგან, რომელიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და განსაკუთრებით თბილისში მიმდინარეობდა, სადაც გვარამია ერთ-ერთი ლიდერი იყო და მაშინ, ამ ლიდერის ფუნქციით საკმაოდ ამაყობდა. ახლა როდესაც დაესვა კითხვები, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხი არ აქვს, ალბათ ტაქტიკა შეცვალა“, – განუცხადა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებლები დაასანქცირა – ერთ-ერთი თბილისში დაბადებული ბიზნესმენი, ალექსანდრე ჩაჩავაა
  • ძალადობრივი აქციების წინასწარ დაგეგმვა არცერთ პარტიას არ შეუძლია – რაზე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა – ნიკა გვარამია
  • “გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge