Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია, ვმუშაობთ, რომ ის შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს – ნათია თურნავა

November 16, 2026
ინფლაციის მთავარი მდგენელი საგარეო შოკია, ვმუშაობთ, რომ ის შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს – ნათია თურნავა

ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საგარეო შოკებია, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი პირდაპირ გავლენას ვერ ახდენს, თუმცა მონეტარული პოლიტიკის მთავარი ამოცანაა, მათი ზემოქმედება დროთა განმავლობაში შიდა ინფლაციურ პროცესებში არ გადაიზარდოს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე – „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა, ამ მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევა საგარეო ფაქტორების გავლენას უკავშირდება ინფლაციაზე.

„დღესდღეობით ამ კუთხით ჩვენ მართლაც დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ იმიტომ, რომ ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მდგენელი არის გარე შოკი, გარე ფაქტორი, რომელიც ჩვენი პოლიტიკის მიღმაა და მასზე პირდაპირი ზემოქმედება არ შეგვიძლია. არ შეგვიძლია ზემოქმედება მსოფლიო ნავთობის ბაზარზე, ნავთობპროდუქტების ფასებზე, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა. თუმცა ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა, პირველ რიგში მიმართულია იქითკენ, რომ ის გარე შოკები და მათი ზემოქმედება, რომლებზეც პირდაპირ გავლენას ვერ ვახდენთ, დროთა განმავლობაში უფრო სიღრმისეულ შიდა ინფლაციურ ფაქტორებად არ გარდაიქმნას. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიდგომა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავამ აღნიშნა, რომ საგარეო შოკების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკურ მედეგობასა და შესაბამის ბუფერებს, რომლებიც ეკონომიკას შესაძლო რისკებისგან იცავს.

„ქვეყნის ეკონომიკური მედეგობა, სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, მისი ფინანსური ბუფერებითაც, უსაფრთხოების ბალიშებითაც განისაზღვრება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკმაოდ ძლიერი პოზიცია აქვს. პირველ რიგში, ეს ეხება საერთაშორისო რეზერვებს, რომელთა დაგროვების მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო მათი ადეკვატურობის მაჩვენებელი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის მზაობას გარე შოკების გასამკლავებლად. ასევე, მნიშვნელოვანია საბანკო სექტორის მდგრადობაც. საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სისტემა ძლიერი კაპიტალიზაციითა და ლიკვიდობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ეს ყველაფერი ქმნის მნიშვნელოვან ფინანსურ ბუფერებს, რომლებიც ქვეყანას როგორც გარე, ისე შიდა გამოწვევებთან გამკლავებაში ეხმარება და მის საერთო ეკონომიკურ მედეგობას აძლიერებს“, – აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს, ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“ – ვერ უარყოფენ იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ტყუილებს”- ნინო წილოსანი
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • “როდესაც მარტა კოსი გამოდის და ჩვენ, როგორც სახელმწიფოს გვამუნათებს – თუკი ყველა კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშით მართლმსაჯულების, ეკონომიკის…”- ზურაბ ქადაგიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge