Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს, ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“ – ვერ უარყოფენ იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ტყუილებს”- ნინო წილოსანი

November 18, 2026
“თუ საჯაროდ არ უარყოფს ცრუ ბრალდებას, სასამართლოში შევხვდებით…” -რას წერს ნინო წილოსანი?

„ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს, ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური პარტია წარსულში რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა, ახლა კი საკუთარ პოზიციას უარყოფს.

„ლელოს“ ახალი ბრენდინგი აქვს. ეს არის დიდი ასოებით დაწერილი „მატყუარა“ და „ცრუ“. ამიტომ ამის ფარგლებში ალბათ უკვე ყველაფერს იკადრებენ, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვებზე ვხედავთ, როგორ ეწინააღმდეგებიან თავისივე ნათქვამ განცხადებებს და როგორ ეწინააღმდეგებიან არქივს, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ როგორც დამატებითი სანქციების შემოღება უნდოდათ რუსეთის წინააღმდეგ და ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ, არამედ რეზოლუციაც კი დააინიცირეს პარლამენტში. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მოგვიწოდებდნენ, რომ უკრაინისთვის გვებრძოლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გვებრძოლა მოხალისეების გაგზავნით და მათი მხრიდან შემოთავაზებული ის მაპროვოცირებელი მოქმედებები ძალიან კარგად ვიცით სად მიგვიყვანდა. ამიტომ „ლელო“ ვერ უარყოფს იმ ანტიქართულ და ომში ჩართვის მცდელობებს, რომელიც მათ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ და მათი განცხადებები ვერ გადაფარავს ამ ტყუილებს”, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ტყუილი და ცილისწამება უწოდა.

კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ სპიკერის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, თითქოს 2022 წელს „ლელოს“ წარმომადგენლები მას ქართველი მოხალისეების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნას მოუწოდებდნენ, არის ამ პირის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ტყუილი და ცილისწამება. როგორც კუპრაძე განმარტავს, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ არასდროს მოუთხოვია ქართველი მებრძოლებისთვის უკრაინაში წასასვლელად სპეციალური რეისის დანიშვნა და მითუმეტეს, ამ გზით უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აქტივისტების თქმით, თბილისის მეტროდან 41 მლნ-ი მაშინ მოიპარეს, როდესაც მემანქანეები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით აქციებს მართავდნენ
  • ბათუმში, მსუბუქი ავტომობილი კორპუსის პირველ სართულზე შევარდა – რა ხდება შემთხვევის შესახებ ცნობილი
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge