„აბუ-დაბიში მომხდარ ჩხუბს მინდა გამოვეხმაურო, ამ ტურების ხროვამ რვა კაცმა ორ ბიჭს ასეთი, შეურაცხყოფა მიაყენა და ამდენი ხელი გაარტყეს. ძალიან სამწუხაროა რომ ორნი იყვნენ მარტო და ვერ შეძლეს ამ ტურებისთვის სასტიკი პასუხი გაეცათ. ძალიან სამწუხაროა, ძალიან ვნანობ, რომ იქ არ ვიყავი და პირობას გაძლევთ, რომ ჩემი მხრიდან რომელიღაცა იქ მყოფს, რომელმაც 20 წლის ბავშვს, ამხელა ჩემპიონსა და სრულიად საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენეს, ჩემი მხრიდან პასუხი გაეცემათ ადრე თუ გვიან.“ – ამბობს UFC-ის ქართველი მებრძოლი, ლევან ჩოხელი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში
გუშინ აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე მეგობართან ერთად მერაბ დვალიშვილსა და ქართველ მოჭიდავეს, საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უსმან ნურმაგომედოვი მის თანმხლებ პირებთან ერთად დააკავეს.
