Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კვირებია თვალებში უსინდისობას და არაკვალიფიციურობას ვუყურებ და ამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ პიროვნულ საკითხებზე გადასვლის მოთმენას, იქნება ეს მურთაზ ზოდელავას მოხმობით თუ სხვა რამით, არც შემიძლია და არც ვაპირებ!- ნიკა გვარამია

November 11, 2026
კვირებია თვალებში უსინდისობას და არაკვალიფიციურობას ვუყურებ და ამის მოთმენა შემიძლია, მაგრამ პიროვნულ საკითხებზე გადასვლის მოთმენას, იქნება ეს მურთაზ ზოდელავას მოხმობით თუ სხვა რამით, არც შემიძლია და არც ვაპირებ!- ნიკა გვარამია

პიროვნულ ზღვარზე გადასვლის მოთმენა გაძევების ფასად არ ღირს. პიროვნულ საკითხებზე გადასვლის ატანა, იქნება ეს მურთაზის [ზოდელავას] მოხმობით თუ სხვა რამით, არც შემიძლია და არც ვაპირებ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ის პროცესიიდან გააძევა.

მისივე თქმით, მით უმეტეს არ აპირებს პირად ზღვარზე გადასვლის ატანას იმ “გაუგებარი წარმონაქმნისგან, რომელსაც ჰქვია იურიდიულi ფაკულტეტის ყველაზე სამარცხვინო პროფესურის კურსელების ერთობა”.

“პიროვნულ ზღვარზე გადასვლის მოთმენა გაძევების ფასად არ ღირს. მე ძალიან დაბალი წარმოდგენა მაქვს, ჩემ წინ მჯდომ ადამიანებზე, რადგან კვირებია თვალებში უსინდისობას და არაკვალიფიციურობას ვუყურებ, მაგრამ ამის მოთმენა შემიძლია.

პიროვნულ საკითხებზე გადასვლა, იქნება ეს მურთაზის მოხმობით თუ სხვა რამით, ამის ატანა არც შემიძლია და არც ვაპირებ. მითუმეტეს არ ვაპირებ იმ გაუგებარი წარმონაქმნისგან, რომელსაც ჰქვია იურიდიულ ფაკულტეტის ყველაზე სამარცხვინო პროფესურის კურსელების ერთობა, რომელმაც ეს ქვეყანა მართლა დაღუპა, კობახიძემ, მდინარაძემ და მისმა უწიგნურმა კურსელებმა. აი, ეს ხდება და ამიტომ ისინი პასუხს ყოველთვის მიიღებენ, როდესაც ჩემს მეგობრებს შეეხებიან”, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა.

სასამართლო დარბაზში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ არავისთვის უცხო არ არის, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული.

„ვინმესთვის უცნობია, რომ მურთაზ ზოდელავა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანია ან პაატა ბურჭულაძე…?“ – განაცხადა გორდულაძემ.

აღნიშნულს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების, მათ შორის ნიკა გვარამიას მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა. მან მოსარჩელე მხარეს მიმართა, რომ ის არასწორად იქცევა.

„პარტიის წევრი არასდროს ყოფილა და კურსელი თუა და კურსელობის გამო თუ გაგასამართლეს, ნახევარი საქართველო უნდა ჩაჯდეს ციხეში, ყველა კურსელი ხართ, ვინც დაღუპეთ საქართველო. არ შეიძლება ამის კეთება, რასაც ახლა ესენი აკეთებენ, ჯერ ერთი პარტიულად დაკავშირება პიროვნული ურთიერთობის გამო, არასწორია და კი, ვადასტურებ, რომ ლაპარაკია ჩემს მეგობარზე, კურსელზე და ა.შ. მაგრამ რაღაც პარტიული აფილიაციების მოწებება ამის გამო გინდა ჩვენთვის და გინდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ შეიძლება. რომ ვადასტურებ, რომ ჩემი მეგობარია, ამიტომ ვართ გადატრიალების მომწყობი ყველა ერთად ? არ გრცხვენიათ?“ – განაცხადა გვარამიამ.

სხდომა გვარამიას და გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა.

„ვინ რა დაღუპა, მაგაზე რომ დავიწყოთ ლაპარაკი, ვინც ეს ქვეყანა დაღუპა, ყველა ხართ აქ და მოპასუხეები ხართ“, – განაცხადა გორდულაძემ.

საბოლოოდ მოსამართლე ნადარაიამ დარბაზიდან გვარამიას გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს შსს პასუხობს
  • “არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით”- რას ამბობს გიორგი კახიანი
  • ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge