Wednesday, November 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით”- რას ამბობს გიორგი კახიანი

November 11, 2026
“არაკონსტიტუციური ქმედებები კომპლექსურად უნდა შეფასდეს და არა ცალკეული ფაქტების მიხედვით”- რას ამბობს გიორგი კახიანი

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოპასუხე პოლიტიკური პარტიებისთვის არაკონსტიტუციურად შერაცხული ქმედებები კომპლექსურ შეფასებას საჭიროებს.

მისი განმარტებით, დავის საგანი არ არის ბოიკოტი ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, რაც პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის ნაწილია. კახიანის თქმით, მნიშვნელოვანია ამ ქმედებების მიზანი, ხასიათი და მათი განგრძობადობა.

„ქმედებები, რომლებიც მოპასუხე პარტიებს არაკონსტიტუციურად შეერაცხათ, კომპლექსურად უნდა განვიხილოთ. ეს არ არის ერთი კონკრეტული ქმედება, რომელიც შესაძლოა, კონსტიტუციურ ფარგლებში ჯდებოდეს. როდესაც ვსაუბრობთ ბოიკოტზე ან არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებაზე, ცხადია, ეს პოლიტიკური კონკურენციისა და დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პოლიტიკური თავისუფლება, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადონ და ამაში მათ არავინ ედავება.

აქ საუბარია იმაზე, თუ რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და როგორი ხასიათი აქვს ამ ქმედებებს. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დროში განგრძობადი და უწყვეტი ხასიათისაა და არა ერთჯერადი. გარდა ამისა, ამ ქმედებებს თან ახლდა არა მხოლოდ ძალადობისკენ მოწოდებები, არამედ კონკრეტული ძალადობრივი ფაქტებიც, მათ შორის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის კონტექსტში.

არაკონსტიტუციური ქმედებები სწორედ ამ ერთობლიობაში უნდა დავინახოთ და არა რომელიმე ერთი კონკრეტული ფაქტის ჭრილში. ამ საკითხითაც მანიპულირებდა მოპასუხე მხარე, თითქოს ჩვენ მათ სწორედ ერთ კონკრეტულ ქმედებას ვედავებოდით. რეალურად, ჩვენი დავის საგანია განგრძობადი და უწყვეტი ხასიათის ქმედებები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებით არის დადასტურებული“, – განაცხადა კახიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თქვენი ფრაქციის წევრები ამ დღეებში ბრიუსელში მიდიხართ პარლამენტის ბიუჯეტის გამოყენებით ბატონ გახარიასთან შესახვედრად, ეს ელიტური მივლინებაა თუ არა?! – მომმართეთ, თანხმობა გაქვთ და მიემგზავრებით!”- შალვა პაპუაშვილი ვიკა ფილფანს
  • სისხლიანი დაპირისპირება ვაკეში – პოლიციამ მამა-შვილი კაჭკაჭაშვილები გამოკითხა
  • რევაზ ნადარაია გიგა ლემონჯავას – არალეგიტიმურს რომ ეძახით, ეს არის სადაო, ამიტომ არის ეს სარჩელი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge